როგორ მოვამზადოთ ნატურალური ზეფირი სახლის პირობებში?
გარდა იმისა, რომ ეს დესერტი ძალიან დაბალკალორიულია, 100 გრამი ზეფირი მხოლოდ 80 კილო კალორიას შეიცავს,
ის მოსამზადებლადაც ძალიან იოლია.
მომზადება:
1. 2 სკ ჟელატინი გავხსნათ 2 ჭიქა წყალში, გავაჩეროთ 30-40 წუთი და შემდეგ ნელ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე, თან არ შევწყვიტოთ მორევა. გადმოვდგათ და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე.
2. 1ლ კეფირი, 3/4 ჭიქა არაჟანი და შაქარი ამოვიყვანოთ მიქსერით 5-6 წუთი. შევურიოთ მომზადებული ჟელატინი და მიქსერით ვთქვიფოთ კიდევ 4-5 წუთი.
3. მიღებული მასა ჩავასხათ მოსართავ ფორმაში, დავსვათ ლამაზ ფორმებად სინზე და შევდგათ მაცივარში 4-5 საათი.
შეგიძლიათ მორთოთ შოკოლადის მინანქრით.