ბრინჯის და მაწვნის დიეტა - დაიკელით 7 კილო 7 დღეში - Gemrielia.ge

ბრინჯის და მაწვნის დიეტა - დაიკელით 7 კილო 7 დღეში

საოცარი დიეტაა, რომელიც  ყოველთვის  გიშველით, როცა  მოკლე  დროში  უნდა  ჩადგეთ  ფორმაში.

დღის  რაციონიც   ეკონომიური   და  მარტივად  მოსამზადებელია.  მოკლედ,   ყველაფერი  რაც გჭირდებათ  არის,  1  ჭიქა  ბრინჯი  და  1  ქილა  მაწონი.

ბრინჯის  მომზადება:

1  ჭიქა  ბრინჯი  გარეცხეთ,  დაასხით  წყალი  და  გააჩერეთ  მთელი  ღამე.  დილით  გადაუწურეთ  წყალი,  გადარეცხეთ   და   მოხარშეთ  ახალ  წყალში.

მიირთვით  პატარა  ულუფებად  მაწონთან  ერთად.  

თუ  ძალიან  მოგშივდათ,  შეგიძლიათ  მიირთვათ   კიტრი.

დღის  მანძილზე  დალიეთ  1,5-2 ლიტრი  წყალი.