როგორ შევინახოთ ხახვი და ნიორი? - ნახეთ ყველაზე სანდო და მარტივი მეთოდი - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ ხახვი და ნიორი? - ნახეთ ყველაზე სანდო და მარტივი მეთოდი

მოგეხსენებათ,  ბაზარში  ყოველდღე  სიარული  დიდ  დისკომფორტს  წარმოადგენს  და  ყველას  ურჩევნია გაიკეთოს  რაც  შეიძლება  დიდხანს  სამყოფი  მარაგი.  თუმცა,  ისეთი  პროდუქტები,  როგორიცაა  ხახვი  და  ნიორი  სითბოში  კვირტს  იყრის  და  აღარ  ინახება.

ამიტომ,  მოიმარაგეთ  ქაღალდის  პარკები  ან  ყუთი,  ამოჭერით  ხვრელები,  ჩაყარეთ  შიგნით  ხახვი  და  ნიორი, ოღონდ  ცალ-ცალკე,   კარგად  შეუკარით  თავი  და  შეინახეთ  მშრალ,  გრილ  ადგილას.