„ნუტელას“ ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ჩემს შვილებს ეს ყველაზე მეტად უყვართ - Gemrielia.ge

„ნუტელას“ ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ჩემს შვილებს ეს ყველაზე მეტად უყვართ

უგემრიელესი  შოკოლადის  კარაქი, რომელიც  ყველას  უნდა,  რომ  ულევად  ჰქონდეს.  თუკი  ფასი  გეძვირებათ  ან  უპირატესობას  სახლში  მომზადებულ  საკვებს  ანიჭებთ,  სულ  ცოტა  გაისარჯეთ  და  პრობლემას  რამდენიმე  წუთში  მოაგვარებთ.


მომზადება:

მოათავსეთ  ქვაბში  4 ჭიქა  შაქარი,  4  სკ  ფქვილი  და   6 სკ  კაკაო.  ჩაასხით  4 ჭიქა  რძე,  თან  სწრაფდ  ურიეთ,  რათა  არ  გაუჩდეს  კოლტები.  შედგით  ნელ  ცეცხლზე, ოღონდ  არ  შეწყვიტოთ  მორევა,  მიიყვანეთ  ადუღებამდე  და  გადმოდგით.

ძალიან  წვრილად  დააფქვიეთ  1 ჭიქა  თხილი,  ჩაამატეთ  მომზადებულ  მასაში  200 გრ  კარაქთან, ვანილთან  და  1/2 ჩკ  მარილთან  ერთად,  კარგად  მოურიეთ  და  კვლავ  ცეცხლზე  შემოდგით.  გააჩერეთ  15-20  წუთი,  არ შეწყვიტოთ მორევა და  თქვენი  საყვარელი  „ნუტელაც“  მზადაა.

წარმატებებს  გისურვებთ!