როგორ გავაკეთოთ ქარვისფერი გარგარის ჯემი?
1. 1 ცალი გახეხილი ლიმონის კანი შეკარით დოლბანდში. ლიმონი კი გაჭერით შუაზე და გამოუწურეთ წვენი.
2. 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით საცხობ სინზე მოფენილი 1 კგ შაქარი.
3. ღრმა ჯამში მოათავსეთ 1 კგ კურკებამოცლილი, ოთხად გაჭრილი გარგარი, 250 მლ წყალი, 2 სკ ლიმონის წვენი და დოლბანდში გახვეული, გახეხილი ლიმონის კანი, შემოდგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, შიგადაშიგ ურიეთ. ხარშეთ 10 წუთი და ჩააყარეთ თბილი შაქარი. დაუწიეთ ცეცხლს. აადუღეთ ჯემი თავიდან, ოღონდ არ დაგავიწყდეთ მორევა, რათა არ მიიწვას გვერდები. გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 20-25 წუთი, მოხადეთ თავზე მოყენებული ქაფი, ამოიღეთ ლიმონიანი დოლბანდი და ცხლადვე ჩაასხით გასტერილებულ, მშრალ ქილებში, დაახურეთ თავი და დადგით გადმოტრიალებული 10 წუთი.
რომ გაცივდება, შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას.