ყინულის ფორმების გამოყენების 9 ორიგინალური და განსხვავებული მეთოდი - Gemrielia.ge

ყინულის ფორმების გამოყენების 9 ორიგინალური და განსხვავებული მეთოდი


თუმცა, არსებობენ ჩვენს შორის ისეთებიც, ვინც სასმელის გასაციებლად ყინულს საერთოდ არ ხმარობს, მაგრამ ფორმების გადაყრაზე არც კი უფიქრია... და ძალიან სწორადაც იქცევა! - ჩვენ გასწავლით ყინულის ფორმების გამოყენების 9 განსხვავებულ მეთოდს, რომელსაც აუცილებლად დააფასებთ.

1. თუ ბოთლში ცოტაოდენი ღვინო შემოგრჩათ, რატომაც არ უნდა გაყინოთ?! ეს გადასარევი ანტიკრიზისული რჩევაა მათთვის, ვინც სამზარეულოში ექსპერიმენტების მომხრეა და კერძებისთვის სხვადასხვა არომატის მიცემა უყვარს.

GEMRIELIA

2. შეგიძლიათ გაყინოთ შინაური დესერტებიც პორციების მიხედვით.

GEMRIELIA

3. "ვეგეტარიანული კუბები" კოქტეილებისთვის - გადასარევი საშუალება მათთვის, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. უბრალოდ, გაყინეთ თქვენი საყვარელი "ფრეში"!

GEMRIELIA

4. საყურეები ახლა სულ წყვილად შეინახება და აღარსად გაგებნევათ!

GEMRIELIA

5. გააოცეთ სტუმრები: დაუმატეთ ცისარტყელა კოქტეილში! გაყინეთ ხილის ფერადი წვენები ფენებად და დატკბით არა მარტო ფერებით, არამედ სხვადასხვა არომატითაც!

GEMRIELIA

6. გაყინეთ ჩაიდანში დარჩენილი ყავა და თქვენ აღარ დაგჭირდებათ საყვარელი სასმელის გაზავება ან დიდხანს ლოდინი, სანამ ის გაცივდება.

GEMRIELIA

7. შეგიძლიათ შეურიოთ აკვარელის საღებავები. პატარა მხატვრები ამ მცდელობას, ალბთ, დაგიფასებენ.

GEMRIELIA

8. სახლში წუნია მჭამელი გყავთ? - შესთავაზეთ თქვენს პატარას ბოსტნეულის რამდენიმე ვარიანტი ერთად. იგი აუცილებლად ამოირჩევს რომელიმეს და თქვენი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის.

GEMRIELIA

9. გიყვართ შინაური სოუსები? ბევრი განთქმული რესტორნის ცნობილი შეფ-მზარეული სოუსებს ყინავს, რათა კერძების მომზადებაში მინიმალური დრო დახარჯოს. მიბაძეთ თქვენც!

GEMRIELIA

ასე რომ, საკმარისია ცოტაოდენი ფანტაზია და ყინულის ფორმები საპატიო ადგილს დაიკავებს არა მარტო თქვენს საყინულეში, არამედ სააბაზანოსა თუ საძინებელში!