გასახდომი ჯადოსნური სუპი - Gemrielia.ge

გასახდომი ჯადოსნური სუპი

 


სუპი ძალიან ეფექტურია. იგი მკაცრ დიეტას არ საჭიროებს და ამასთან, ორგანიზმი წონაში სწრაფად იკლებს. ნიახურის დიეტას რაიმე სახის შეზღუდვა და უკუჩვენებები არ გააჩნია და მისი დაცვა ყველას შეუძლია. ნიახურის სისტემატიური გამოყენება წმენდს ორგანიზმს, აქვს საერთო გამაჯანსაღებელი ეფექტი და, თქვენ წარმოიდგინეთ, აახალგაზრდავებს კიდეც.

ნიახურის დიეტა მხოლოდ 1 კვირას მოიცავს. ამ დღეებში თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ხილი, ბანანისა და ყურძნის გამოკლებით და ბოსტნეული, გარდა კარტოფილისა. სვით სუფთა წყალი, გაზგასული მინერალური, მწვანე ჩაი და ყავა უშაქროდ. დიეტის ძირითადი პირობაა ყოველდღე ერთი თეფში სუპის მიღება.

რეცეპტი: ნიახურის ღერო 400 გრ, თეთრი კომბოსტო 0,5 კგ, საშუალო ზომის ხახვი 6 ცალი, საშუალო ახალი ან კონსერვირებული პომიდორი 3 ცალი, მწვანე ბულგარული წიწაკა 2 ცალი, მარილი, პილპილი გემოვნებით.

დაჭერით ბოსტნეული, დაასხით 3 ლიტრი წყალი, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. დადგით ქურაზე და ადუღეთ მაღალ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ განაგრძეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.

სულ ესაა! თქვენი ნიახურის სუპი მზადაა და შეგიძლიათ დიეტა დაიწყოთ! ეს სუპი დიეტურიცაა, სამარხვოც, ხელს უწყობს ჭარბი ცხიმის გამოდევნას ორგანიზმიდან და ძალიან სასარგებლოა!