განტვირთვის დღეები - მოიკელით წონაში სწრაფად და ჯანსაღად - Gemrielia.ge

განტვირთვის დღეები - მოიკელით წონაში სწრაფად და ჯანსაღად

მოსაბეზრებელი  დიეტები  და  გემრიელ  საჭმელზე  უარის  თქმა  ის  პრობლემაა,  რომელიც  ნერვებს  საბოლოოდ  ანადგურებს.   თუმცა,  საკმარისია  იკვებოთ  ზომიერად  და  მოიწყოთ  განტვირთვის  დღეები  კვირაში  მხოლოდ  ერთხელ,  რათა  ყოველთვის  მოირგოთ  საყვარელი  ტანსაცმელი  და  გიხაროდეთ  სარკეში  ჩახედვა.

მაშ  ასე,  აირჩიეთ  რომელიმე  ქვემოთ  ჩამოთვლილი  განტვირთვის  დღეთაგანი  და  შედეგს  თვითონაც  კარგად  დაინახავთ.

1.  ხილის  დღე:

აიღეთ  1,5  კგ  ნებისმიერი  ხილი,  ბანანის  გარდა,  გაყავით  6  ნაწილად  და  მიირთვით  დღის  მანძილზე.

2.  კეფირის  დღე:

ამ  დღეს  შეგიძლიათ  მიირთვათ  1,5 ლ  კეფირი.  თუ  ძალიან  მოგშივდებათ  მიირთვით  კიტრი.

3.  ვაშლის  დღე:  

1,5  კგ  ვაშლი  დაყავით  პორციებად  და  მიირთვით  შიმშილის  შემოტევის  დროს.  შეგიძლიათ  ვაშლი  ღუმელში  შემწვარიც  მიირთვათ.

4.  ბრინჯის  დღე:

200  გრ  ბრინჯი  ჩაალბეთ  წყალში  წინა  ღამით,  დილით  გადაუწურეთ  წყალი,  გადარეცხეთ  და  მოხარშეთ.  შეგიძლიათ  ბრინჯი  მიირთვათ  მაწონთან  ან  კეფირთან  ერთად. 

განტვირთვის  დღეების  დროს  აუცილებელია  მიიღოთ  ბევრი  წყალი.

წარმატებებს  გისურვებთ!