კიბოს მკვლელი 10 ბუნებრივი საშუალება
1. ნიორი
ნიორი არა მარტო ვამპირებისგან გვიცავს, არამედ აუმჯობესებს იმუნური სისტემის იმ უჯრედების აქტივობას, რომლებიც კიბოს უჯრედების გამრავლებას ეწინააღმდეგებიან. მეცნიერების მიერ დიდი ხნის წინ დამტკიცებულია, რომ ნიორი ამცირებს ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. უფრო მეტიც, იგი გვიცავს პლანეტის ორი უდიდესი მკვლელის - ნაწლავებისა და კუჭის კიბოს განვითარებისგან. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მათ, ვინც ნიორს რეგულარულად მოიხმარს, ნაწლავებისა და კუჭის კიბო ნაკლებად ემართება. ამიტომ ექიმები ჯანმრთელ ადამიანებსაც კი ურჩევენ გამოიყენონ ნიორი ყოველდღე. მიღებული ნივრის რაოდენობა კვირის განმავლობაში უნდა შეადგენდეს არანაკლედ 5 კბილისა. დაშვებულია ნივრის შემცველი პროდუქტების მიღებაც.
2. ლობიო
ლობიო მცენარეული ცილის შესანიშნავი წყაროა, ავსებს ორგანიზმს უჯრედისის მოზრდილი დოზით, ამასთან, მას აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებებიც. ლობიო და პარკოსნები შეიცავს ზოგიერთ ფიტოქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აფერხებენ უჯრედების გენეტიკურ დაზიანების პროცესს და საგრძნობლად ანელებენ მას. ლობიო და პარკოსნები გვიცავენ ბევრი სახის კიბოსგან, მაგრამ ყველაზე უკეთ ებრძვიან პროსტატის კიბოს. ისინი ასევე აქვეითებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნეების განვითარების რისკს.
3. სტაფილო
ყველამ ვიცით, რომ სტაფილო ძლიერი ანტიოქსიდანტი და ბეტა-კაროტინის წყაროა. მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ეს ნივთიერებები აქვეითებს ისეთი მძიმე სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა: პირის ღრუსა და ხორხის კიბო, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის, საშარდე ბუშტისა და პროსტატის სიმსივნეები. ამ საშინელი დაავადებების პროფილაქტიკისთვის ხელსაყრელია როგორც უმი, ასევე თერმულად დამუშავებული სტაფილოს გამოყენება, თუმცა, სწორედ უმ ბოსტნეულში ინახება ის კვებითი ღირებულება, რაც ხელს უწყობს კიბოსთვის მეტი წინააღმდეგობის გაწევას.
4. ბროკოლი
ბროკოლს შეუძლია წინ აღუდგეს კიბოს დამანგრეველ ზემოქმედებასაც კი. ბროკოლი მოქმედებს, როგორც მძლავრი ანტიოაქსიდანტი და ახდენს ადამიანის უჯრედების სტიმულირებას, აიძულებს რა მათ, ებრძოლონ დაავადებას. ორგანიზმზე უკეთესი ზემოქმედება აქვს ახალგაზრდა ბროკოლს. ის შეიცავს მთელ რიგ კიბოს საწინააღმდეგო ელემენტებს. ასე რომ, სადილში ბროკოლის პატარა თავების დამატებით თქვენ საშიში დაავადებების პრევენციას ახდენთ.
5. მწარე წიწაკა
მწარე წიწაკა (ჩილი, ინდური წიწაკა, ბრაზილიური წიწაკა, ანჩო) შეიცავს ნივთიერებას, რომელიც მთელს პირის ღრუში ერთგვარ წვასა და შუშხვას იწვევს. ზუსტად ეს ნივთიერება წარმატებით ებრძვის კიბოს უჯრედებს. წიწაკის გამოყენება შგიძლიათ იმ რაოდენობით, რასაც გაუძლებთ. თავად ბრძოლის პროცესი კი მიმდინარეობს ორთქლის აბაზანის პრინციპით გაციების დროს - რაც უფრო ცხარეა, მით უკეთესი.
6. სოკო
სოკო - ეს სასარგებლო ნივთიერებათა საწყობია მთელი ორგანიზმისთვის. ის კიბოსთან ბრძოლაშიც მეტად ეფექტურია. ჯერ კიდევ 6 ათასი წლის წინათ ჩინელები აზიურ სოკოს სამკურნალო მიზნებისთვის იყენებდნენ. სოკო, რომელსაც სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის, სხვადასხვა ჯიშისაა. შეგიძლიათ საჭმელში დაუმატოთ თავად სოკო ან შეიძინოთ ამ პროდუქტის ექსტრაქტის შემცველი სპეციალური დანამატები.
აზიური სოკო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც წარმატებით ებრძვის პროსტატის კიბოს უჯრედებს. ის აჩერებს მათ ზრდას და იწვევს კიბოს უჯრედების თვითგანადგურებას. ამის დასტურია მრავალრიცხოვანი სამეცნიერო გამოკვლევა.
7. ჟოლო
ჟოლო - ეს ანტიოქსიდანტებისა და კიბოსთან მებრძოლი სხვა ნივთიერებების წყაროა. ვირთხებზე ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ იმ ცხოველებში, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ შავ ჟოლოს, კიბოს უჯრედების პროცენტული რაოდენობა შესამჩნევად მცირდებოდა. მოგვიანებით ჟოლოს ფხვნილს აძლევდნენ ადამიანებს, რომლებიც სწორი ნაწლავის კიბოთი იტანჯებოდნენ და მათი შედეგიც არ აღმოჩნდა ურიგო. ამიტომ კიბოსთან საბრძოლველად ეს უგემრიელესი და სასარგებლო კენკრა აუცილებლად გამოგვადგება.
8. მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აფერხებს კიბოს უჯრედების გამანადგურებელ ზემოქმედებას ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. მაგრამ ეს ეხება ნამდვილ მწვანე ჩაის, რომელიც იაპონიიდან შემოდის. სამწუხაროდ, თანამდეროვე სუპერმარკეტების უმეტესობის თაროებზე ნამდვილ მწვანე ჩაის ვერ იპოვით. ამიტომ თუ გსურთ კიბოსგან თავი მწვანე ჩაით დაიცვათ, მოგიწევთ კარგად მოძებნოთ რომელიმე აზიური მაღაზია ნამდვილი პროდუქტით.
9. პომიდორი
პომიდორი ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, უმი სახით მივიღებთ ამ პროდუქტს თუ თერმულად დამუშავებულს. მრავალი გამოკვლევისგან დამტკიცებულია, რომ მამაკაცებში, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ პომიდორს ან პომიდვრიან კერძებს, პროსტატის კიბოს განვითარების რისკი 35% -ით მცირდება.
10. კურკუმა
კურკუმა ოდითგანვე გამოიყენება გაციებისა და ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ასთმის სიმპტომების მოსახსნელად. თუმცა, ახლახან, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კურკუმას კიბოსთან ბრძოლაც შეუძლია. ეს დასკვნა გაკეთდა შემდეგი ინფორმაციის შედეგად: აშშ-ში მოსახლეობის პროსტატის კიბოთი ავადობის დონე ძალიან მაღალია, ინდოეთში კი, პირიქით - ძალიან დაბალი. ამის გათვალისწინებით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ინდოელები იკვებებიან პროდუქტებით, რომლებიც მათ კიბოსგან იცავს, ხოლო ამერიკელები საკვებად ნებისმიერ ხელმისაწვდომ პროდუქტს იყენებენ.