რა უნდა დააგემოვნოთ აუცილებლად აჭარაში მოგზაურობისას - Gemrielia.ge

რა უნდა დააგემოვნოთ აუცილებლად აჭარაში მოგზაურობისას

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სულმოუთქმელად ელოდება აჭარაში გამგზავრებას და ნამდვილი აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებას, თუმცა კარგი იქნება თუ ქვემოთ ჩამოთვლილი კერძებიდანაც რომელიმეს გასინჯავთ და უკეთ გაეცნობით აჭარული  სამზარეულოს სიმდიდრეს:


ვაღიაროთ, რომ აჭარული ხაჭაპური აჭარული სამზარეულოს მშვენებაა.

ჩირბული - მისი მომზადების წესი ძალზედ მარტვია, მჭადის ფქვილს და ხახვს შუშავენ კარაქში, უმატებენ წყალს, ნიორს, მარილს და კვაწარახს, შემდეგ კი სათითაოდ ახლიან კვერცხს. ხშირ შემთხვევაში მას ნიგოზს და უცხო სუნელსაც უმატებს.

ბორანო - მარილიანი კარაქისა და ყველის ნაერთია. დაქუცმაცებული აჭარულ ყველზე გამდნარ მარილიან კარაქს ასხამენ ცხლად, და ისე მიირთმევენ. ბორანო შეგვიძლია ქართულ ფონდიუდაც ჩავთვალოთ. კარაქში ჩამდნარი ჩეჩილი ყველი, რომელსაც აჭარლები "დაპწნილ ყველს" ეძახიან, ძალიან მსუყე და ყუათიანი კერძია. დაჭრილ ყველს მდუღარე წყალში დაალბობენ. შემდეგ აადუღებენ იაღს -მარილიან კარაქს და შიგ ჩაუშვებენ გადაწურულ ყველს. ზოგი ბორანოს მომზადებისას სიმინდის ფქვილს უმატებს, ზოგი კი კარაქის ნაცვლად კაიმაღს იყენებს. როცა ყველი ცოტაა, ფქვილსა და კვერცხს მაშინ უმატებენ ბორანოს, თუმცა ეს უფრო მის თანამედროვე სახესხვაობად შეიძლება ჩაითვალოს.

სინორი - ერთგვარი რულეტია, რომლის შიგთავსადაც ძირითადად ხაჭო გამოიყენება, თავზე კი ნიორის, სანელებლებისა და მაწვნის ნაზავს ასხავენ. აკეთებენ ასევე ტკბილ სინორს რომლის დროსაც მარილისა და ნივრის მაგივრად მაწვის მასას შაქარს ან უფრო ხშირ შემთხვევაში თაფლს უმატებენ. 

აჩმა - ფენაფენად დამზადებული ხაჭაპურის ნაირსახეობაა.

აჭარული იახნი - ერთგვარი მოხარშული ხორცი, რომელიც შეზავებულია ნიორით, ნიგვზით, შავი პილპილით, მარილით, ზაფრანით და ხახვით. 

ბაქლავა - იგი "ფახლავას" "მონათესავე" ადგილობრივი ტკბილეულია.

შაქარლამა - იგი წარმოადგენს ფქვილის, ერბოს და შაქრის გამომცხვარ მასას.