7 საუზმე, რომელიც თქვენი ორგანიზმისთვის მავნეა - Gemrielia.ge

7 საუზმე, რომელიც თქვენი ორგანიზმისთვის მავნეა

ცნობილია, რომ საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანია საკვების მიღების თვალსაზრისით. იმაზე, თუ როგორ და რით ვიწყებთ დღეს, დიდწილად დამოკიდებულია ჩვენი ჯანმრთელობა და განწყობა.


სასარგებლო და დაბალანსებული საუზმე - ეს ზუსტად ისაა, რაც ჩვენს ორგანიზმს ასე სჭირდება. სამწუხაროდ, რეკლამისა თუ სხვა ფაქტორების გავლენით ყველა ჩვენგანმა როდი იცის, სინამდვილეში რა შეიძლება აღმოჩნდეს მავნე პირველი კვებისთვის. გაეცანით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ 7 პროდუქტს, რომელთა ჭამა გაღვიძებისთანავე არ არის სასურველი. ჩვენ ასევე გასწავლით, რით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ისინი.

1. ფუნთუშეული

ბევრი დილას იწყებს კრუასანებით, რაც მავნეა არა მარტო ფიგურის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. ტკბილი ცომი - ესაა სწრაფი ნახშირწყლები, ამიტომ ასეთი საუზმის შემდეგ ისევ მალე მოგშივდებათ. ამასთან, ის იწვევს შაქრის დონის სწრაფ აწევას სისხლში, რაც ორგანიზმისთვის ერთგვარი სტრესია და კუჭქვეშა ჯირკვალი გამოჰყავს მუშაობის ნორმალური რიტმიდან.

ფუნთუშეული სჯობს ჩაანაცვლოთ დიეტური ღვეზელით. კარგად ათქვიფეთ ბლენდერში კვერცხი, თაფლი და ხაჭო, მიღებული მასა ჩაასხით ფორმებში და გამოაცხეთ. კრემი მოამზადეთ ასევე ბლენდერში ათქვეფილი უცხიმო იოგურტის, კაკაოსა და თაფლისგან. მარტივი და სასარგებლო საუზმეც მზადაა!

2. მანანის ბურღულის ფაფა

მანანის ბურღული არ შეიცავს რთულ ნახშირწყლებსა და უჯრედისს. წვრილად დაფქული ხორბალი კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. აი, სახამებელი და წებოვანა კი რჩება.

მათ, ვინც ზრუნავს საკუთარ ფიგურაზე, უარი უნდა თქვან მანანის ბურღულის ფაფაზე. მით უმეტეს, არ დაუმატონ შაქარი, რძე და კარაქი.

3. მარცვლოვნები რძეში

სატელევიზიო რეკლამებში მოგიწოდებენ, რომ რძეში მოხარშული მარცვლოვნები ძალიან სასარგებლო საუზმეა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის! მაგრამ ეს დიდი ტყუილია! ასეთი პროდუქტების უმეტესობა შეიცავს შაქარს და სხვა დანამატებს. ძვირფასი კომპონენტი - უჯრედისი - მზა პროდუქტში მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

ჩაანაცვლეთ იგი შოკოლადიანი შვრიით: შვრიის მარცვალს საღამოს დაასხით რძე, დაუმატეთ კაკაო და თაფლი და დატოვეთ ასე მთელი ღამით.

4. მოჭიქული ხაჭო და თხევადი ყველი

მოჭიქული ხაჭო ხშირ შემთხევაში შეიცავს პალმის ზეთსა და დიდი რაოდენობით შაქარს. თხევად ყველს კი ძირითადად საწარმოო ნარჩენისგან ამზადებენ. ის ასევე შეიცავს ნატრიუმს, რაც საზიანოა ჰიპერტონიისა და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ამ პროდუქტში მრავლადაა მავნე საკვები დანამატი, ამიტომ ალერგიულმა და თირკმელების დაავადების მქონე ადამიანებმა მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ. განსაკუთრებით მავნეა მისი მიღება მშიერზე.

ჩაანაცვლეთ ეს პროდუქტები ჩვეულებრივი ყველით ან სახლში მომზადებული ხაჭოთი. აურიეთ ხაჭო, თაფლი და ბანანი ბლენდერში, მიეცით ფორმა, შემდეგ დანამეთ კაკაოთი და წყლით და შედგით ერთი საათით საყინულეში.

5. ტკბილეული

უზმოზე მიღებული ტკბილეული ამაღლებს გლუკოზის დონეს სისხლში. ასეთი საუზმე არ არის სასარგებლო, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.

თუ თქვენ ძალიან გინდებათ ტკბილი დილაობით, მაშინ შეგიძლიათ მიიღოთ ზეფირი ან მარმელადი, ისიც მხოლოდ ძირითადი საკვების მიღების შემდეგ. საუზმეზე შეგიძლიათ მიირთვათ ხაჭო თაფლით.

6. სოსისი

სოსისებში ხორცი მინიმალური რაოდენობითაა, სამაგიეროდ სავსეა მავნე საკვები დანამატებით. ამ პროდუქტში მრავლადაა სახამებელი, ემულგატორები და მარილი.

სოსისის ნაცვლად შეგიძლიათ მიიღოთ ნახევრადშებოლილი ქათამი, ინდაური, ქათმის ლორი.

7. სწრაფი მომზადების ფაფები

ასეთ პროდუქტებში ბურღულის დამუშავება ორთქლით ხდება. მართალია, ეს ფაფებიც შეიცავს სასარგებლო მიკროელემენტებს, მაგრამ ჩვეულებრივ ფაფებში ისინი უფრო მრავლადაა. ამასთან, სწრაფი მომზადების ფაფებში პრაქტიკულად ყოველთვის ვხვდებით ქიმიურ დანამატებს და შაქარს.

შეცვალეთ სწრაფი მომზადების ფაფები ჩვეულებრივი შვრიით. საღამოს დაასხით რძე, დაუმატეთ ხილი თქვნი გემოვნების მიხედვით, ასევე თხილი და დატოვეთ დილამდე.

თუ თქვენ გსურთ დაიწყოთ დილა სწორად და კარგი განწყობით, მაშინ ყურადღებით შეარჩიეთ პროდუქტები საუზმისთვის!