როგორ გავფცქვნათ ხილი იოლად - 7 საინტერესო ეშმაკობა - Gemrielia.ge

როგორ გავფცქვნათ ხილი იოლად - 7 საინტერესო ეშმაკობა


ზაფხულობით ისინი შეგვიძლია გამოვიყენოთ დესერტებსა და ცხობაში, ზამთარში კი მათი წყალობით თუნდაც მინიმალური რაოდენობის ვიტამინი მივიღოთ. ადამიანი, რომელიც ფორთოხლის გაფცქვნას ხელის დაუსვრელად ახერხებს, ნამდვილი ჯადოქარი გვგონია, ხოლო ბლისა და ალუბლის სეზონზე, როცა მათ კონსერვირებას ვახდენთ და გვჭირდება მთელი ვედრო ხილიდან კურკების გამოღება, ეს საქმე ყველაზე რთულად გვეჩვენება. გთავაზობთ 7 სასარგებლო ტრიუკს, რომელიც წლის ნებისმიერ დროს გამოგადგებათ!

1. ვაშლი

ძალიან ცოტა თუ დაჭრის ვაშლს ჰორიზონტალურად. არადა, ასე ხილს დაჟანგვისგან დაიცავთ. შეაერთეთ ჰორიზონტალურად გაჭრილი ვაშლის ნაწილები, დაამაგრეთ წვრილი რეზინით და ის უფრო დიდხანს შეინახება.

GEMRIELIA

2. მარწყვი

წამოაცვით მარწყვი კოქტეილის საწრუპზე, როგორც შამფურზე და ამ მეთოდით მას სწრაფად და მარტივად მოაცილებთ ყუნწებს. ეს ტრიუკი განსაკუთრებით მაშინ დაგეხმარებათ, როცა დიდი რაოდენობით მარწყვი გაქვთ გასარჩევი.

GEMRIELIA

3. კივი

კივის წააჭერით თავი და ბოლი, შემდეგ შეუყარეთ ჩაის კოვზი კანქვეშ და ძალიან იოლად გაიფცქვნება.

GEMRIELIA

4. ბანანი

სამწუხაროდ, ბანანი მალფუჭადი ხილია. იმისთვის, რომ შედარებით დიდხანს შეინახოთ, გადაახვიეთ ბანანის ყუნწზე პოლიეთილენის პარკი და კარგად შეკარით. ნამდვილად შველის!

GEMRIELIA

5. ფორთოხალი

აღმოჩნდა, რომ არაფერია იმაზე იოლი, ვიდრე ფორთოხლის გაფცქვნა. მოაჭერით ზედა და ქვედა ნაწილი, შემდეგ მოათავსეთ დანის წვერი ხილის თეთრ ცენტრთან და ჩამოყევით ქვემოთ. ამის შემდეგ ზოლებად დაჭრილი ფორთოხალი გადახსენით და ის ნაჭრებად გადაიშლება.

GEMRIELIA

6. ალუბალი

აიღეთ ტორტის მოსართავი, მიაწექით მისი ბასრი მხრიდან ალუბალს ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები და იოლად მოაშორებთ კურკასა და ყუნწს.

GEMRIELIA

7. მანგო

მანგოს რბილობის მოჭრას იოლად შეძლებთ, თუ ამისთვის ჩვეულებრივ მინის ჭიქას გამოიყენებთ. დააწექით ნაყოფის რბილობს ჭიქის პირით და სულ ესაა!

GEMRIELIA