შეჭამეთ დღეში 3 ფინიკი და ერთ კვირაში თქვენ ნახავთ საოცარ შედეგს! - Gemrielia.ge

შეჭამეთ დღეში 3 ფინიკი და ერთ კვირაში თქვენ ნახავთ საოცარ შედეგს!


დღეში 3 ფინიკის (იგივე ინდის ხურმა) მიღება საკმარისია, რათა თქვენი ორგანიზმი უზრუნველყოფილი იყოს ყველა სასარგებლო მიკროელემენტით. იგი არა მარტო აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ ფინიკით თავისუფლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ტკბილეული. მოგინდათ კანფეტი? - შეჭამეთ ფინიკი. იგი გემრიელიცაა (ზოგ კანფეტზე უკეთესი გემო აქვს), ტკბილიც და სასარგებლოც. ყვლაზე კარგია ფინიკის მიღება რძესთან ერთად. შეგიძლიათ ჩაისთან ერთადაც მიირთვათ. მართალია იგი შეიცავს შაქარს, მაგრამ სამეცნიერო გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ფინიკის მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე საგრძნობლად არ იმატებს. ჩართეთ ფინიკი თქვენს მენიუში უცვლელ ნუგბარად და თქვენ თავს შესანიშნავად იგრძნობთ!

GEMRIELIA

ფინიკი უნდა მიიღოთ ხშირად!

1. ანტიოქსიდანტური დაცვა


ფენოლური ანტიოქსიდანტები - ამ ნივთიერებებს ფინიკი მოჭარბებულად შეიცავს. ისინი იცავს თქვენს ორგანიზმს კიბოსა და გულის დაავადებებისგან. ლეღვსა და ქლიავშიც ეს სასარგებლო ნივთიერებებია.

2. უჯრედისი

რეკომენდებულია ფინიკის მიღება მათთვისაც, ვისაც გახდომა სურს, რადგან ის დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. საკვები ბოჭკო ეხმარება ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციაში, ამასთანავე, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. უჯრედისი ეხმარება პროდუქტს იოლად გაიაროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და წმენდს ორგანიზმს. ამას გარდა, უჯრედისი უზრუნველყოფს კარგად დანაყრებას საკვების მიღების შემდეგ.

3. ვიტამინები და მიკროელემენტები

ფინიკი შეიცავს ნახშირწყლებსა და ცილასაც. ასევე მაგნიუმს, კალიუმს, თუთიას, სპილენძს, ფოსფორს, და თქვენ წარმოიდგინეთ, მანგანუმსაც კი. ფინიკი მდიდარია ვიტამინებით: А, В, С, Е, В6.

GEMRIELIA

რა მოხდება, თუ ფინიკს რეგულარულად მიიღებთ?

თმისა და კანის მდგომარეობა შესამჩნევად შეიცვლება უკეთესობისკენ, გაგიუმჯობესდებათ მხედველობა, უკეთ იმუშავებს თქვენი ღვიძლი, გაგიქრებათ ნერვული დაძაბულობა და თავის ტკივილი, კალიუმისა და მაგნიუმის წყალობით თქვენი ორგანიზმიდან გამოიდევნება ზედმეტი სითხე, მოგიწესრიგდებათ კუჭ-ნაწლავი და აღარ შეგაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნებები.

ფინიკი გამოიყენება დაავადებათა სამკურნალოდაც კი!

პერიფერიული ნეიროპათიის სიმპტომები მოიცავს ტკივილსა და დაბუჟებას, ან სისუსტეს ხელებსა და ფეხებში. ეს პათოლოგიური მდგომარეობა ხშირად უვითარდებათ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ნერვის დაზიანების შემდეგ. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდებულია ფინიკის მიღება არა მარტო სიმპტომების შესამსუბუქებლად, არამედ დაავადების შესაფერხებლად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ფინიკი საარგებლოა ღვიძლის ფიბროზის დროსაც. ტოქსინები აზიანებს ღვიძლის ქსოვილს და მასზე წარმოიქმნება ნაწიბურები - სწორედ ამ მოვლენას უწოდებენ ფიბროზს. ფინიკი ეხმარება ორგანიზმს ფიბროზის თავიდან აცილებასა და ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

ყველაზე სასარგებლო კურკიანი ფინიკია. აარჩიეთ მუქი ფერის, მშრალი, დანაოჭებული ნაყოფი. მას არ უნდა ჰქონდეს ობი და არ უნდა იყოს ჩაშაქრული. დატკბით ამ ჯადოსნური ჩირით, რომელიც რკინისებურ ჯანმრთელობას გაჩუქებთ!