7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადაყაროთ ხახვის ნაფცქვენი არასდროს - Gemrielia.ge

7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადაყაროთ ხახვის ნაფცქვენი არასდროს


ბოჭკო, რომელსაც ის შეიცავს, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს. ხახვის ნაფცქვენი ასევე დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. მისი ნახარში შეიცავს ფლავანოიდებს, ფრუქტოზას, უჯრედისს და წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.

ბევრი დიასახლისი არ ყრის ხახვის ნაფცქვენს აღდგომის წინა დღეებში, რათა ის გამოიყენოს კვერცხის შეაღებად, მაგრამ ჩვენ ვიცით მინიმუმ 7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადაყაროთ ხახვის ნაფცქვენი არასდროს.

1. ხახვის ნაფცქვენი კურნავს ბრონქიტს

მწვავე ბრონქიტის დროს ხახვის ნაფცქვენის ნახარში დაგეხმარებათ. დაავადების დროს მის კომპრესებს იყენებენ. კომპრესის მოსამზადებლად 1 ჭიქა ხახვის ნაფცქვენს დაასხით მდუღარე წყალი, დააყენეთ 15 წუთი, შემდეგ კი მარლაში გაწურეთ. მზა კომპრესი დაიფინეთ მკერდზე, დღეში სამჯერ 30-30 წუთით.

არსებობს კიდევ ერთი რეცეპტი, რომელიც ძლიერი ხველისგან გაგათავისუფლებთ. 15 ხახვის ნაფცქვენს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გედგათ მანამ, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. ამის შემდეგ დააყენეთ საბოლოო გაგრილებამდე, გადაწურეთ და სვით 2 სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ.

2. ხახვის ნაფცქვენი ებრძვის კანის დაავადებებს

დერმატიტების, მცირე ჭრილობების, მეჭეჭებისა და სოკოსგან გასათავისუფლებლად გამოიყენეთ დაქუცმაცებული ნაფცქვენი. შეურიეთ ის ვაზელინს ან რაიმე ნეიტრალურ ცხიმიან კრემს პროპორციით: 2/3. მიღებული მასა დაიდეთ დაზიანებულ კანზე დღეში 2-ჯერ. კრემი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას.

GEMRIELIA

3. ხახვის ნაფცქვენი შეშუპებისა და ვარიკოზის დროს


საკვირველია, მაგრამ ხახვის ნაფცქვენი გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების საწინააღმდეგოდ და ქვედა კიდურების ტკივილის დროს. დაახხით 2 სადილის კოვზ ნაფცქვენსა და 2 სადილის კოვზ გვირილას 2 ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, დააყენეთ 5 საათი, შემდეგ კი ორთქლის აბაზანაზე შედგით და დაიყვანეთ ნახევრამდე. დარჩენილი ექსტრაქტი შეიზილეთ მტკივან ადგილებში.

დაღლილობასა და ტკივილს ფეხებში შველის კიდევ ერთი საშუალება - ზეთი ნაფცქვენთან ერთად. დასრისეთ ერთი მუჭა ხახვის ნაფცქვენი, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი ან ყურძნის წიპწების ზეთი, დააყენეთ 10-12 დღე შუშის ან კერამიკის ჭურჭელში. მიღებული ნარევით გაიკეთეთ მასაჟი 2-3-ჯერ კვირაში.

4. ხახვის ნაფცქვენის ნახარში ალერგიის წინააღმდეგ

ხახვის ნაფცქვენის ნახარში გამოიყენება ალერგიული რეაქციების წინააღმდეგ. ამავდროულად ის წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან. დაასხით ნაფცქვენს მდუღარე და დადგით ორთქლის აბაზანაზე, ადუღეთ 10-15 წუთი, შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. მიიღეთ 2-3 სადილის კოვზი დღეში რამდენჯერმე.

GEMRIELIA

5. ხახვის ნაფცქვენის ნაყენი აუმჯობესებს თმის ზრდას


ხახვის ნაფცქვენის ნაყენი ნამდვილად აუმჯობესებს თმის ზრდას და ამასთანავე ანიჭებს მას ბზინვარებას. დაახით ნაფცქვენს ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი არა მეტალის ჭურჭელში პროპორციით 1:2. დაახურეთ თავსახური და დააყენეთ 12 საათი. მიღებული ნაზავი გადაივლეთ თმაზე დაბანის შემდეგ 2-3 კვირის განმავლობაში.

ნაყენს არ აქვს განსაკუთრებული არომატი, ამიტომ შეგიძლიათ იგი თამამად გამოიყენოთ ნებისმიერ დროს და არ შეგეშინდეთ, რომ თმას ხახვის სუნი აუვა.

6. ხახვის ნაფცქვენი - გადასარევი საღებავი

ხახვის ნაფცქვენი - ეს კარგი, უვნებელი და ჯანსაღი საკვები საღებავია. ყველამ იცის, რომ მას იყენებენ სააღდგომო კვერცხების შესაღებად, მაგრამ ეს მისი გამოყენების მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა არ არის. მაგალითად: ზოგიერთი დიასახლისი ხახვის ნაფცქვენის გაწურული ნაყენით ღებავს ბულიონს. შეგიძლიათ ქვაბში გაუფცქვნელი ხახვიც ჩააგდოთ. ის კერძს ლამაზ ოქროსფერს მისცემს.

GEMRIELIA

7. ხახვის ნაფცქვენი - გადასარევი საშუალება მცენარეთა მოსავლელად


ხახვის ნაფცქვენის ნაყენით ოთახის მცენარეებს ბაქტერიებისა და მავლებლებისგან ასუფთავებენ, თუმცა, ამ ნაყენის გამოყენება ნარგავების ნიადაგის გასანოყიერებლადაც გამოიყენება. მისი მიმზადება მარტივად შეიძლება: ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ 1 ჭიქა ნაფცქვენი, დაასხით მდუღარე და დააყენეთ 24 საათი. გაწურეთ და ნაყენით გულდასმით დაამუშავეთ მცენარე, განსაკუთრებით მისი ფოთლების ქვედა მხარე. ერთი დღე-ღამის შემდეგ გადარეცხეთ ყვავილი სუფთა წყლით.

თუ თქვენ აგარაკი ან მიწის ნაკვეთი გაქვთ, ხახვის ნაფცქვენის ნაყენი გამოგადგებათ ბოსტანშიც. ის განსაკუთრებით კარგია პომიდვრისა და სტაფილოს ჩითილების მოსარწყავად. გამოცდილი მებაღჩეები ურჩევენ ამ ნაყენით კიტრის დანამვასაც, როცა მას ფოთლების სიყვითლე ეწყება.