თუ კერძში დაფნის ფოთოლი ერთხელ მაინც ჩაგიტოვებიათ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! - Gemrielia.ge

თუ კერძში დაფნის ფოთოლი ერთხელ მაინც ჩაგიტოვებიათ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

გიზიარებთ სასარგებლო  რჩევებს  სამზარეულოში  დაშევებული  შეცდომების  გამოსასწორებლად:


1.  თუ  ხორცის  ხარშვისასა  ვერ  მოასწარით თავზე  მოყენებული  ნადების  მოხდა, ქვაბში  ჩაამატეთ  1  ჭიქა  წყალი  და  დალექილი  ნადები  კვლავ  ზემოთ  წამოტივტივდება.

2.  არასოდეს  ჩატოვოთ  კერძში  დაფნის  ფოთოლი,  რადგან  ის  კერძს  კარგ  გემოს  ხარშვისას  აძლევს, შემდეგ  კი  უკარგავს  არომატს.

3.  თუ  გსურთ  კატლეტები  წვნიანი  და  ფუმფულა  გამოგივიდეთ,  ფარშს  დაამატეთ  ოდნავ  მოშუშული  ხახვი  და  გატარებული, უმი  კარტოფილი.

4.  დაიმახსოვრეთ  კატლეტის  შეწვა  უნდა  დაიწყოთ  მაღალ  ცეცხლზე,  როგორც  კი  შეიბრაწება,  მაშინვე  დაუწიოთ  პარს  და  ისე  დაასრულოთ  შეწვა.

5.  თევზი  არ  დაგეშლებათ  შეწვისას  თუ  10  წუთით  ადრე  ხელსახოცით  შეამშრალებთ  და  ისე  მოაყრით  მარილს. 

6.  თუ  შესაწვავად  კარაქს  ხმარობთ, ტაფაზე  ჯერ  ცოტა  ზეთი  მოასხით  და  შემდეგ  კარაქი,  ასე  კარაქი  აღარ  გაგიშავდებათ.

7.  ტაფაზე  ზეთმა  შხეფები  რომ  არ  ამოყაროს  მოაყარეთ ცოტა  მარილი.

8.  თუ  ქათმის  ხორცს  მოხარშვა  აგვიანდება,  20  წუთის  დუღილის  შემდეგ  გადაუწურეთ  წყალი  და  განაგრძეთ  ხარშვა  ახალ  წყალში. 

9.  თევზის  შეწვისას  სუნმა  რომ  არ  შეგაწუხოთ   ტაფაზე  მოათავსეთ  გათლილი  კარტოფილის  ნაჭრები.

10.  ცომი  უფრო  მალე  ამოვა  თუ  მასში  რამოდენიმე  მილისებურ   მაკარონს  ჩაარჭობთ.

წარმატებებს  გისურვებთ!