ჯადოსნური ნაყენი ანუ როგორ გავახალგაზრდავდეთ? - Gemrielia.ge

ჯადოსნური ნაყენი ანუ როგორ გავახალგაზრდავდეთ?

მისი მომზადება მარტივი ინგრედიენტებით და მინიმალური დროის დანახარჯით შეიძლება. ნაყენის უნიკალურობა იმაშია,რო ის მკვეთრად აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა საერთო ცვლას, რის შედეგადაც სისხლძარღვები ელასტიური ხდება. ყოველივე ამის შედეგად კი ისპობა გულის კუნთის ინფარქტის, სტენოკარდიის, სკლეროზის, დამბლის, სხვადასხვა სიმსივნეების წარმოშობის შესაძლებლობა. ხდება მხედველობის გაუმჯობესება, ორგანიზმი ახალგაზრდავდება.

დამზადება: გავრეცხოთ და გავწმინდოთ 350 გ ნიორი, დავჭრათ წვრილად და დავსრისოთ ჭურჭელში ხის ან ფაიფურის კოვზით. ავიღოთ ამ მასის 200 გ ქვემო ფენიდან (სადაც წვენი მეტია). მოვათავსოთ მინის ჭურჭელში, დავასხათ 200 გ 96+-იანი სამედიცინო სპირტი და ჭურჭელი მჭიდროდ დავხუროთ. გავაჩეროთ ბნელ, გრილ ადგილას 10 დღე, შემდეგ ჭურჭლის შიგთავსი გავფილტროთ დოლბანდის რამდენიმე ფენაში ან მკვრივ ქსოვილში და გავწუროთ. ჩავასხათ ისევ მინის სუფთა ჭურჭელში და გავაჩეროთ ასე 2-3 დღე ბნელ, გრილ ადგილას, რის შემდეგაც იგი მზად იქნება გამოსაყენებლად.

მკურნალობის კურსი: ნაყენი დავლიოთ ცივ რძესთან (50 გ რძე ერთ მიღებაზე) 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე შემდეგი სქემით: მე-11 დღიდან მივიღოთ 25 წვეთი ყოველ მიღებაზე. მიღება გავაგრძელოთ მანამ, სანამ მთელი ნაყენი არ დამთავრდება. განმეორებითი კურსი უნდა ჩატარდეს მხოლოდ 6 წლის შემდეგ. ნაყენი უნდა დამზადდეს შემოდგომაზე. მიღების ბოლო ვადაა იანვრის ბოლო. უფრო გვიან იგი არაეფექტურია.

ჯანმრთელობას გისურვებთ!