ნიღბები მუდამ ახალგაზრდა სახის კანისთვის - Gemrielia.ge

ნიღბები მუდამ ახალგაზრდა სახის კანისთვის



ნიღაბი #1: თაფლი და ზეითუნის ზეთი

2ს/კ თაფლი და 1ს/კ ზეითუნის ზეთი ერთმანეთს ძალიან კარგად შევურიოთ და შევათბოთ ჰაერღუმელში 20 წამის განმავლობაში. მიღებული მასა შევამოწმოთ, რომ ძალიან ცხელი არ იყოს და შემდეგ სახეზე თანაბრად გავინაწილოთ (სასურველია ფუნჯით). გავიჩეროთ 5 წუთით და ჩამოვიბანოთ.

ამ ნიღაბს დამატენიანებელი ფუნქცია აქვს და ყველა ტიპის სახის კანს უხდება. მის გამოყენებას კვირაში 2-ჯერ გირჩევთ.

ნიღაბი #2: თაფლი და დარიჩინი

საჭიროა:
3ს/კ თაფლი და 1ს/კ დარიჩინი ავურიოთ  ერთმანეთში და 30 წამით შევდგათ ჰაერღუმელში. მიღებული მასა გამდნარ შოკოლადს უნდა ჰგავდეს. წაისვით ნიღაბი სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ეს ნიღაბი საუკეთესოა, თუ თქვენ სტრესისგან და გადაღლილობისგან სახეზე გამონაყარი გაგიჩნდათ. თაფლს დამატენიანებელთან ერთად ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, რაც აკნეს განკურნებაში დაგეხმარებათ, დარიჩინი კი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა. თუ ქავილის ან წვის შეგრძნება დაგეწყოთ, ე.ი  ალერგია გაქვთ, ასე რომ სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ნიღაბი.

ნიღაბი #3: იოგურტი და წითელი ღვინო

2ს/კ იოგურტი და 2ს/კ წითელი ღვინო აურიეთ  ერთმანეთში და მიღებული მასა ფუნჯით კარგად გაინაწილეთ სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ღვინო დაბერების საწინააღმდეგო თვისებით გამოირჩევა, იოგურტი კი სიცივისგან გამომშრალ კანს ატენიანებს. ეს ნიღაბი კვირაში ორჯერ გამოიყენეთ.

წარმატებებს გისურვებთ!