იცოდით ვაზელინის გამოყენების ეს ხერხები?
ვაზელინი - თურმე სახლში საოცრად გამოსადეგი მალამო გვქონია და ჩვენ მის შესახებ არაფერი ვიცოდით...
1. გამძლე პარფიუმი
წაისვი ცოტა ვაზელინი კანზე და შემდეგ იპკურე სუნამო. ვაზელინის წყალობით სუნამო დიდხანს შეინარჩუნებს არომატს.
2. წარბების ფიქსაცია
წაისვი ვაზელინის მცირე ოდენობა თითებზე და შემდეგ წარბების იმ წერტილებზე, სადაც დაუმორჩილებელი თმაა. ვაზელინი მომენტალურად დააფიქსირებს.
3. დამსკდარი ტუჩები
ვაზელინი ერთ-ერთი საუკეთესო დამატენიანებელი და ბალზამია ტუჩებისთვის. წაისვი ყოველთვის, როცა სიმშრალეს იგრძნობ და ძილის წინ. განსხვავებას მალე შეამჩნევ.
4. გრძელი, ხშირი წამწამები
გამოიყენე ძველი ტუშის ფუნჯი, გაასუფთავე და წაუსვი ვაზელინი. წაისვი სუფთა წამწამებზე, როგორც ტუში ძილის წინ, შედეგი არ დააყოვნებს.
5. რბილი ფეხები
სანამ დაწვები, წაისვი ვაზელინი ფეხებზე და ჩაიცვი წინდები, დილით ფეხები უფრო რბილი იქნება.
6. შოკოლადის ტუჩსაცხი
აიღე შოკოლადის ნატეხი, ჩადე ვაზელინიში და შედგი მიკროტალღურ ღუმელში, სანამ შოკოლადი არ გადნება. აი, შენ უკვე საკუთარი შოკოლადის საცხი გაქვს.
7. მაკიაჟის მოსაცილებელი
ვაზელინს შეუძლია მაკიაჟის ძნელად მოსაშორებელი ნარჩენების მოცილება. შეიზილე ვაზელინი სახეზე და შემდეგ ჩამოიბანე წყლით.
8. იცავს და აღადგენს კანს
ზამთარში ალბათ შენც გაყინულხარ გარეთ სეირნობისას, წაისვი ვაზელინი გაყინულ ადგილებზე (მაგალითად ლოყებზე) და იგრძნობ როგორ დარბილდება კანი. ვაზელინი ასევე გააყუჩებს ტკივილს.
9. პარსვის შემდეგ
წაისვი ვაზელინი გაპარსულ ადგილას. ვაზელინი დაამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და გახდის უფრო გლუვს.
10. გაჭედილი ბეჭედი
თუ ბეჭედი გაგეჭედა თითზე, წაისვი ვაზელინი და მარტივად მოიცილებ.
11. გაყოფილი ბოლოები
იმისთვის, რომ, თმის გაყოფილი ბოლოები დამალო, წაისვი ცოტაოდენი ვაზელინი.
12. მაკიაჟის ლაქები
დაგესვარა მაისური პომადით? ნუ ინერვიულებ, უბრალოდ წაუსვი ვაზელინი ლაქას და რამდენიმე წუთში ლაქა გაქრება.
13. წამწამების წებო
წამწამების წებო ძნელი მოსაცილებელია. წაუსვი ცოტა ვაზელინი წამწამებს, ეს გააიოლებს წებოს მოცილებას.
14. მშრალი კანი
ვაზელინი აშორებს მშრალ კანს.
15. თმის საღებავის ლაქები
სახლის პირობებში თმის შეღებვა კანზე ლაქების გაჩენის გარეშე წარმოუდგენელია, ამის თავიდან ასაცილებლად წაისვით ვაზელინი იმ ადგილებში, სადაც საღებავის მოხვედრის მეტი შანსია (მაგ. შუბლთან, ბაკებთან..) და შემდეგ დაიწყე შეღებვა.
16. საყურეების გაკეთება
თუ ახალი პირსინგი გაქვს, ან ჯერ კიდევ მტკივნეულია საყურის გაკეთება, ვაზელინი დაგეხმარება უმტკივნეულოდ მოირგო საყურე.
17. საღეჭი რეზინი თმაში.
ალბათ ყველას მოგვსვლია. შეიზილე ვაზელინი იმ ადგილას სადაც საღეჭი რეზინია, ამის შემდეგ ბევრად გაიოლდება მისი თმიდან მოცილება.
18. მეტი ხაზგასმა
წაისვი ცოტაოდენი ვაზელინი ლოყებზე და თვალების ქვეშ, ეს შექმნის სუფთა და ტენიან ეფექტს.