როგორ უნდა მოამზადოთ ორგანიზმის გამწმენდი წვენი - Gemrielia.ge

როგორ უნდა მოამზადოთ ორგანიზმის გამწმენდი წვენი



ჭარხლის წვენი ყველაზე კარგია სისხლის წითელი ბურთულებისა და მთლიანად სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად.  სარგებლობას გააორმაგებთ თუკი მას  სტაფილოს წვენთან ერთად მიიღებთ. დღეში ერთი ჭიქა  ჭარხლის წვენიც კი საკმარისია  ორგანიზმის გასაწმენდად. თავიდან, უმჯობესია, დალიოთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენის ნარევი, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზარდოთ ჭარხლის წვენის რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმი გაცილებით სწრაფად და კარგად იწმინდება. საკმარისია, დღეში ორჯერ ერთი ჭიქა წვენის მიღება. ეს განსაკუთრებით კარგია და ეფექტური ქალებისთვის კლიმაქსურ პერიოდში. ჭარხლის წვენში ბევრია ნატრიუმი და კალციუმი. ეს ორივე ნივთიერება ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ჭარხალში შემავალი ქლორი კი წმენდს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტს.


კიტრი წვენი კი კარგი შარდმდენი საშუალებაა, თუმცა ნაყოფის მირთმევასაც იგივე შედეგი აქვს და შეგიძლიათ არც დაწუროთ. მას კიდევ სხვა ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მასში შემავალი დიდი რაოდენობით გოგირდი და სილიციუმი ხელს უწყობს თმის ზრდას. კიტრი შეიცავს 40 პროცენტამდე კალციუმს, 10 პროცენტამდე ნატრიუმს, 20 პროცენტამდე ფოსფორს და 8 პროცენტამდე ქლორს. კიტრის წვენით, სტაფილოს წვენთან ერთად, მკურნალობენ რევმატულ დაავადებებს. კიტრში კალციუმის შემცველობა არეგულირებს წნევას, ასევე, კარგია კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს. ადამიანის ფრჩხილსა და თმას სწორედ იმდენი მიკროელემენტი ესაჭიროება, რა რაოდენობითაც შეიცავს მათ კიტრის წვენი.