რომელი საკვები პროდუქტები არ უნდა მივირთვათ ერთად - Gemrielia.ge

რომელი საკვები პროდუქტები არ უნდა მივირთვათ ერთად

თუკი კვების დროს ზოგიერთ მარტივ წესს დავიცავთ, საკვები სწორად შეგერგებათ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.


1. არასოდეს მიირთვათ ხილი სადილობისას ან სადილიდან მცირე დროის მანძილზე, რადგან საკვებთან ერთად ხილის რბილობი გვიან გადამუშავდება და იწყებს ნაწლავებში ლპობას, რამაც შეიძლება სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს.

2. ცილოვანი საკვები და სახამებელი ერთად ძალიან ძნელი გადასამუშავებელია ჩვენი კუჭ-ნაწლავისთვის, ყოვილთვის იწვევს შებერილობას და დისკომფორტს, ასე რომ, სანამ შემწვარ ქათამს მიირთმევთ კარტოფილთან ან პურთან ერთად, გაიხსენეთ,ბოსტნეულის გარნირი მეტად არგებს თქვენს ორგანიზმს.

3. ასევე რთული მოსანელებელია პომიდორი და სახამებელი.

4. იოგურტი და ხილი - ყველას ძალიან უყვარს, თუმცა ამ ორი პროდუქტის შერწყმას ზიანი უფრო მეტი მოაქვს ვიდრე სარგებლობა. დიეტოლოგების რჩევას თუ გაითვალისწინებთ, იოგურტი მიირთვით დანამატების გარეშე. ხილი კი მიირთვით საჭმლის მიღებამდე 30 წუთით ადრე ან 30 წუთით გვიან.

5. ხორბლეულის ფანტელი და რძე - ეს ორი პროდუქტი ბევრი ადამიანისთვის შეუცვლელი საუზმეა, თუმცა არც ისე სასარგებლო, რადგან ამაღლებს შაქრის დონეს სისხლში და იწვევს ორგანიზმის დაძაბულობას. რაც ხდება მიზეზი იმისა, რომ მთელი დღე ეძებოთ რაიმე სასუსნავი და ვერ იგრძნოთ თავი დანაყრებულად.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და იყავით ჯანმრთელები!