ალა პუგაჩოვას საიდუმლო დიეტა - Gemrielia.ge

ალა პუგაჩოვას საიდუმლო დიეტა

როგორც კი ზედმეტი კილოგრამების მომატებას იგრძნობს. ამ რეჟიმით მეც ხშირად ვსარგებლობ და კვირის ბოლოს კმაყოფილი ვათვალიერებ თავს სარკეში. ასე რომ აიმაღლეთ მოტივაცია და მოემზადეთ, რომ იყოთ მუდამ ფორმაში!

დიეტა:

საუზმე - 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 100 გრ დაბალცხიმიანი ხაჭო, 100 გრ შავი პური და სურვილისამებრ შავი ყავა.

სადილი -
200 გრ მოხარშული ფრინველის ან საქონლის უცხიმო ხორცი, 2 ცალი პამიდორი.

ვახშამი - 200 მლ კეფირი.


დიეტის დაცვისას საკვები უნდა მიიღოთ ერთიდაიგივე დროს. დღის მანძილზე უნდა დალიოთ 2 ლ წყალი, ოღონდ ჭამიდან ან ჭამამდე ნახევარსაათიანი ინტერვალით. ამავე დროს, არ დაგავიწყდეთ, უზმოზე 1 დიდი ჭიქა წყლის დალევა. სასურველია შეზღუდოთ ყავის მიღება, თუმცა თუ გაგიჭირდებათ ამის გაკეთება, არა უშავს, რადგან მე 3 ჭიქა ყავას ვსვამდი და შედეგი მაინც კარგი მქონდა. ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ 1 კიტრი ან 1 ვაშლი შიმშილის ძლიერი შემოტევისას. დიეტის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ 7 დღე.

წარმატებებს გისურვებთ!