რამდენი კალორია უნდა მივიღოთ დღეში? - Gemrielia.ge

რამდენი კალორია უნდა მივიღოთ დღეში?

იმისათვის რომ კვირაში დაიკლოთ 0.5კგ, ყოველდღე კალორიების მოხმარება უნდა შეამციროთ დაახლოებით 500 კკალორიით.


მაგრამ დღეში 1400 კკალ (ქალებისთვის) და 1800 კკალ (კაცებისთვის) – ამაზე ნაკლების მიღება არ შეიძლება, რადგან ორგანიზმი დაიწყებს შიმშილს და გადავა ენერგიის მოხმარების საგანგებო რეჟიმში, რაც გულისხმობს იმას რომ ნივთიერებათა ცვლა შენელდება და ორგანიზმი შეეცდება რაც შეიძლება ძნელად დახარჯოს ყოველი გრამი ცხიმი, შესაბამისად წონის დაგდება უფრო გაგიძნელდებათ.
ჯობია დაიკლოთ ნელა და სტაბილურად.საშუალოდ დღეში საჭირო კალორიების ცხრილი ქალებისათვის:

წონა 18–35 წელი
36–55 წელი
55 და მეტი წელი
45 კგ 1760 1570 1430
50 კგ 1860 1660 1500
55 კგ 1950 1760 1550
60 კგ 2050 1860 1600
65 კგ 2150 1960 1630
70 კგ 2250 2050 1660
75 კგ და მეტი 2400 2150 1720


საშუალოდ დღეში საჭირო კალორიების ცხრილი კაცებისთვის:

წონა 18–35 წელი
36–55 წელი
55 და მეტი წელი
60 კგ 2480 2300 1900
65 კგ 2620 2400 2000
70 კგ 2760 2480 2100
75 კგ 2900 2560 2200
80 კგ 3050 2670 2300
85 კგ 3200 2760 2400
90 კგ და მეტი 3500 3000 2600

შემდეგ, მიღებული კალორიები შევასწოროთ შემდეგი ცხრილით:
წონა პასიური
ოფისში მუშაობა, კომპიუტერთან ჯდომა, სეირნობა აქტიური
ფიზიკური მუშაობა, მსუბუქი სპორტი
ძალიან აქტიური
მძიმე ფიზიკური მუშაობა, სპორტი
50 კგ მინუს 480 + 240 + 480
60 კგ მინუს 570 + 290 + 570
70კგ მინუს 670 + 340 + 670
80 კგ მინუს 760 + 380 + 760
90 კგ და მეტი მინუს 960 + 430 + 860

მაგალითად: თუკი თქვენ ხართ 25 წლის ქალი, 60 კგ და ძირითადად მუშაობთ ოფისში, მაშინ თქვენ დღეში გჭირდებათ:
2050–570=1480 კკალ.
შესაბამისად დღეში ამ რაოდენობაზე მეტს თუ მიიღებთ – გასუქდებით, ხოლო ნაკლებს თუ მიიღებთ – გახდებით