ვარსკვლავების დიეტა მუცლის მოსაშორებლად - Gemrielia.ge

ვარსკვლავების დიეტა მუცლის მოსაშორებლად


ამ დიეტას მართლაც საუკეთესო შედეგი აქვს, რომელსაც შვიდი დღის შემდეგ აუცილებლად დაინახავთ. თუმცა პირველი ხუთი დღე გაგიჭირდებათ, შემდეგ კი, ორგანიზმი კვების რაციონს თავისთავად ეჩვევა.

დიეტის მთავარი ინგრედიენტი წიწიბურაა, რომელიც საუკეთესოდ მოქმედებს ორგანიზმზე. წიწიბურას ფაფა მუცლისა და წელის არეში პროპორციებს შეგიმცირებთ. 

მთავარი მომზადების წესია: 1 ჭიქა წიწიბურა უნდა გარეცხოთ ღამით, დაასხათ  მდუღარე წყალი, იმდენი რომ ერთი თითის სიმაღლეზე შემოადგეს. არავითარ შემთხვევაში არ დაამატოთ ცხიმი, მარილი და წიწაკა. წიწიბურასთან ერთად დღის მანძილზე, დასაშვებია ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კეფირი,  ვაშლი, პომიდორი, ისპანახი, ყველი მცირე რაოდენობით, ყავა და ჩაი მხოლოდ უშაქროდ.

აღნიშნული სახით დამზადებული წიწიბურა შეგიძლიათ ერთ ჭამაზე სუპის მათლაფის ნახევარი მიირთვათ. საუზმეზე კი დასაშვებია მხოლოდ ორი სუფრის კოვზი.

შეგიძლიათ დიეტის პერიოდში ვიტამინებიც მიიღოთ. დიეტოლოგების განმატებით ეს არის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური დიეტა, რომელიც ორგანიზმს არ ვნებს. მუცლის არეში კი, ერთი კვირის თავზე საოცარ ეფექტს იძლევა.

წარმატებებს გისურვებთ!