როგორ ვუმკურნალოთ უძილობას ხალხური მეთოდებით? - Gemrielia.ge

როგორ ვუმკურნალოთ უძილობას ხალხური მეთოდებით?

ხშირად,  დაძაბული რეჟიმისა და გადაუდებელი საქმეების გამო ექიმთან მისვლა გვიგვიანდება, ამიტომ გთავაზობთ მარტივ ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც პირველივე დღეებიდანვე მოგცემთ შედეგს.


უძილობის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით:

თ ა ფ ლ ი ვ ა შ ლ ი ს ძ მ რ ი თ
3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 1 ჩაის ჭიქა თაფლში არეული არაჩვეულებრივი საძილე საშუალებაა. ძილის წინ ღებულობენ 2 ჩაის კოვზს. მიღება შეიძლება ღამით.

შ ვ რ ი ა
1 სუფრის კოვზი შვრიის მარცვალი ან ფანტელები უნდა იხარშოს 2 ჭიქა წყალში დიდხანს (განახევრებამდე). სვამენ როგორც ჩაის.

ი ვ ა ნ – ჩ ა ი
2 სუფრის კოვზ ივან-ჩაის (იყიდება აფთიაქებში) ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს თერმოსში და აჩერებენ 6 სთ. ღებულობენ თანაბარ ულუფებად 3-4-ჯერ დღეში ნევრასთენიის, უძილობისა და თავის ტკივილის დროს.

ვ ა ლ ე რ ი ა ნ ა ს ძ ი რ ე ბ ი
ვალერიანას დაქუცმაცებულ ფესვებს (2 ჩაის კოვზს 1 ჭიქა მდუღარე წყალზე) ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთით. ღებულობენ 1 სუფრის კოვზ ნაყენს დღეში 3-4-ჯერ. ბავშვებს აძლევენ ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში. ძლიერი აღგზნებადობის დროს შეიძლება 1/2 ჩაის ჭიქა ვალერიანის ნაყენის მიღება 2-3-ჯერ დღეში.

ძ ი ლ ი ს ბ ა ლ ი შ ი
ავსებენ ბალიშს თავშავას ყვავილებით, არყის ხის ფოთლებით ან სვიის გირჩებით, ამ მცენარეების აქროლადი ნივთიერებების გავლენით ძილის პროცესი უმჯობესდება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!