რა უნდა ვიცოდეთ ხილის წვენისა და ნექტარის შესახებ - Gemrielia.ge

რა უნდა ვიცოდეთ ხილის წვენისა და ნექტარის შესახებ

(მაგალითად ატამი, გარგალი, ქლიავი, ალუბალი, მოცხარი), ამიტომ დაშვებულია, რომ წვენი ამ ხილის რბილობს (ხილფაფას) შეიცავდეს. ასეთი წვენები მღვრიე გამოდის, მაგრამ ეს მათ ხარისხს არ ამცირებსგასაყიდი წვენებისთვის დაშვებულია შაქრის, სიროფის, ლიმნის წვენის, ვიტამინების, მინერალების, ზოგ შემთხვევაში (ტომატის წვენში) აგრეთვე მარილის და სუნელების დამატება. თუმცა ყველა ნივთიერება, რაც წვენის გამოწურვის შემდეგ პროდუქტს დაუმატეს, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს. ამიტომ კარგად გაეცანით წვენის ეტიკეტს.

სამწუხაროდ საკმაოდ ხშირია წვენების ფალსიფიკაცია — მათი განზავება წყლით ან სხვა, უფრო იაფფასიანი წვენით (მაგ. ვაშლის, მანდარინის, გრეიფუტის წვენით), ან წვენის დამზადება ხილის დაწნეხვის შემდეგ დარჩენილი მასის გამორეცხვით. ასეთ "წვენებს" ნატურალური ფერისა და გემოს მისაცემად უმატებენ სხვადასხვა საღებავებს, არომატიზატორებს, დამატკბობლებს. სამწუხაროდ, ასეთი ფალსიფიკაციის გამოვლენა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგად არის შესაძლებელი.

თუმცა წვენებში ზოგიერთი არასასიამოვნო დანამატის გამოვლენა სახლის პირობებში მაინც შესაძლებელია. მაგალითად, ძალიან იოლია გაარკვიოთ, შეიცავს თუ არა წვენი კონსერვანტებს — გადმოასხით წვენი ჭიქაში და გააჩერეთ თბილ ოთახში. თუ პროდუქტი კონსერვანტს არ შეიცავს, მან მეორე დღესვე "დუღილი" უნდა დაიწყოს. თუ წვენში 2-3 დღის განმავლობაში დუღილი არ დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში კონსერვანტია დამატებული. მოერიდეთ ასეთი წვენის შეძენას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის (ბავშვებში კონსერვანტებმა დისბაქტერიოზი შეიძლება გამოიწვიოს).

არსებობს აგრეთვე რამოდენიმე მარტივი მეთოდი წვენებში ხელოვნური საღებავების აღმოსაჩენად

მაგალითად:

ცოტაოდენ წითელი ფერის წვენს დაუმატეთ სოდა და აანჯღრიეთ. თუ წვენის ფერი შეიცვალა (მოლურჯო გახდა), ეს ნიშნავს რომ წვენის ფერი ნატურალურია. თუ წვენის ფერი არ შეიცვალა და კვლავ ისეთივე წითელი დარჩა, როგორიც იყო — ეს ხელოვნური საღებავის მაჩვენებელია.
კიდევ ერთი მარტივი ცდა: აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვენი და დაამატეთ 3-4 წვეთი 10%-იანი ამიაკის წყალხსნარი და ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე. თუ წვენი ნატურალურია, იგი გამუქდება, ხოლო თუ წვენს სინთეზური საღებავი აქვს დამატებული _ მისი ფერი არ შეიცვლება.