როგორ შევინახოთ ხორცი დიდხანს გაყინვის გარეშე? - Gemrielia.ge

როგორ შევინახოთ ხორცი დიდხანს გაყინვის გარეშე?

 

ზოგჯერ გემრიელი კერძის მომზადებისას საათობით გვიწევს ლოდინი ხორცის გადობამდე, რაც დამეთანხმებით დიდი დისკომფორტია.

ამიტომ, მე ხორცს გავასუფთავებ, სასურველ ნაჭრებად ვჭრი, ვათავსებ შუშის ან კერამიკის ჭურჭელში, ვასხამ ზედ ზეთს, ისე რომ დაიფაროს და მაცივარში კვირაზე მეტ ხანსაც ვინახავ ხოლმე. გემოს და არომატის მისაცემად, ვაყოლებ ქინძს, ოხრახუშს, შავი წიწაკის მარცვლებს, ზოგჯერ როზმარინს და საჭიროების მიხედვით, რა რაოდენობის ხორციც მჭირდება იმდენს ვამზადებ, დანარჩენი კი უპრობლემოდ ინახება მაცივარში მეორე გამოყენებამდე.
წარმატებებს გისურვებთ!