არასოდეს თქვათ ფრაზა - "5 თეთრის გამო იქ რა წავა"... ვერ წარმოიდგენთ, რამდენს კარგავთ ამით
მაგრამ ერთია სასურველი ნივთის შეძენის სურვილი და მეორე ყოველდღიური პროდუქტი, რომელიც გვინდა თუ არა, სისტემატურად უნდა ვიყიდოთ და ვერ დაველოდებით, როდის დაიკლებს მასზე ფასი.
როდესაც სამი შვილი გყავს, ოჯახისთვის პროდუქტების მთელი თვის მარაგის შეძენა პრობლემაა. თითქმის არ მახსენდება დღე, როდესაც ან საუზმისთვის არ ჩავრბივარ მაღაზიაში, ან სამსახურიდან შინ არ ვბრუნდები ჩანთებით. საყიდლების სია არც ისე მრავალფეროვანია - ძირითადად, პირველადი მოხმარების საკვებს ვყიდულობ და მოუცლელობის გამო ვერაფრით ვახერხებ მთელი თვის მარაგის შეძენას, შესაბამისად, ვერც ბაზარში სიარულს.
ჩემს სახლთან ახლოს ორი სუპერმარკეტია. არასდროს მომსვლია თავში აზრად, ორივე მათგანში შევსულიყავი და ფასები შემედარებინა. ამას ქართული მენტალობაც განაპირობებს. სულ გვეჩქარება, ხურდის დათვლა გვეზარება... ალბათ, ხშირად გაგიგიათ ფრაზაც - "5 თეთრის გამო ახლა იქ მატარე"... მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს 5 თეთრი საბოლოოდ 5-ლარიან სხვაობას გაძლევს, ორი ერთმანეთის გვერდით მდგარ მაღაზიაში ნავაჭრს თუ შევადარებთ.
მოკლედ, გუშინ შინ პარკებით დაბრუნებულს ბავშვები შინ არ დამხვდნენ, მაგიდაზე კი დედაჩემის მიერ მოტანილი ფასდაკლებების ბუკლეტი დამხვდა. ერთი თვალის შევლებით მივხვდი, რომ იმ პროდუქტების ჩამონათვალი იყო, რომელსაც ყოველდღიურად ვყიდულობთ. გვერდით კი ფასები ეწერა.
სამწუხაროდ, ეს ის სუპერმარკეტი არაა, სადაც დავდივარ, მაგრამ მოვიხიბლე ფასებით და გადავწყვიტე, შედარება გამეკეთებინა. თანაც, მხოლოდ ეს არ აღმოჩნდა მოტივაცია იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი სუპერმარკეტისთვის "მეღალატა". შინდაბრუნებულმა პროდუქტი რომ ამოვალაგე, აღმოჩნდა, რომ ხაჭოს იმავე საღამოს გასდიოდა ვადა და გავცხარდი. ერთი სიტყვით, სასწრაფოდ მოვიმარჯვე მობილურის კალკულატორი, ჩემი ჩანთიდან ამოვიღე ნავაჭრი
პროდუქტის ჩეკი და შევუდექი დათვლას. შევადარე ახალ ბუკლეტზე არსებულ ფასებს. მივხვდი, რომ იმავე პროდუქტებს თუ ბუკლეტის ფასებით შევიძენდი, 5 ლარით ნაკლების გადახდა მომიწევდა. გონებაში ეს თანხა 30 დღეზე გავამრავლე და ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი, ხაჭოც კი დამავიწყდა.
აღარაფერს ვამბობ ბურღულეულზე და სხვა ისეთ ძნელად ფუჭებად პროდუქტზე, რომლის მარაგის ყიდვაცაა შესაძლებელი და თან იმ ფასად, რომ ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სიარული, მანქანის პარკირებაზე წვალება, საცობში დგომა და სხვა უამრავი წვალება აგცდება თავიდან.
გირჩევთ, არ დაგეზაროთ 5 თეთრის გამო სხვაგან წასვლა, რადგან თვის ბოლოს შესაძლოა 100-150 ლარის ეკონომია გააკეთოთ.
ყოველი შემთხვევისთვის ბუკლეტს ფოტო გადავუღე და აქვე ვდებ. ნახეთ, რა იცით, რა დროს გამოგადგებათ.
ამ ექსპერიმენტით ისე გავერთე, გადავწყვიტე, ახლა ბავშვის საფენებსა და სველ ხელსახოცზე ჩამეტარებინა ექსპერიმენტი. მარტო საკვები ხომ არ გვჭირდება ყოველდღიურად, მით უმეტეს, როცა ბავშვები გყავს. რადგან პარასკევი იყო, გადავწყვიტე, PშP-ში შემევლო (ამასობაში ისიც გავარკვიე, რომ მათ ქსელში ყოველი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ყველა პროდუქტის განსაკუთრებულად დაბალ ფასად შეძენა შეიძლებოდა).
იმ ფასად კი, რაც სხვა აფთიაქში უნდა გადამეხადა, მომივიდა არა მარტო ბავშვის საფენი და ხელსახოცები, არამედ ჰიგიენური საპონიც.
ამიერიდან, გადავწყვიტე, მივაქციო ყურადღება სხვადასხვა დროს გამოცხადებულ ფასდაკლებებს. ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ ფულის დაზოგვაში მეხმარება, საოცრად აზარტული ყოფილა. ახლა იმის გარკვევას შევეცდები, რომელ ბენზინგასამართ სადგურში ჩავასხამ უფრო იაფად ბენზინს
წყარო: marao.ge