სიმინდის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში - Gemrielia.ge

სიმინდის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში


სიმინდის ზეთი წარმატებით უმკლავდება მშრალ და მგრძნობიარე კანის პრობლემებს. ის აქრობს სიმშრალეს, ხელს უწყობს ჩქარ უჯრედულ რეგენერაციას, ამაღლებს კანის ელასტიურობას, აქვს გამაახალზრდავებელი ეფექტი. ეს ზეთი ხშირად გამოიყენება ბავშვთა კოსმეტიკაში თვისი ჰიპოალერგიულობის გამო.

ნიღაბი გამომშრალი კანისათვის:
სახეზე წაისვით სიმინდის ზეთი. 5–10 წუთის შემდეგ სახეზე დაიდეთ ცხელ წყალში დასველებული პირსახოცი. გედოთ მანამ, სანამ არ გაცივდება. ამის შემდეგ სახეზე შეისხით თბილი წყალი.

ნიღაბი მშრალი, მგრძნობიარე, გამომშრალი კანისათვის პიგმენტური ლაქებით:
თავიდან სახეზე წაისვით ზეითუნის ან სიმინდის ზეთი. შემდეგ გაიკეთეთ 5 წუთიანი ცხელ წყალში დასველებული პირსახოცის კომპრესი (თუ კანი გაუხეშებულია ცხელ წყალს დაუმატეთ 1 ჩ/კ სოდა 1ლიტრ წყალზე). კომპრესის შემდეგ სახის კანზე და მკერდზე დაიდეთ საზამთროს რბილობის ფაფა. გაიჩერეთ 10–15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კურსზე–10 პროცედურა, კვირაში ორჯერ.

თუ თმები ძალიან გაგიშრათ სასარგებლოა მიიღოთ  1ს/კ სიმინდის ზეთი 1–3ჯერ დღეში. ეს აღდგენს თქვენი თმების ნორმალურ ფერს და ხარისხს.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი:
ნიღაბის მოსამზადებლად აურიეთ კვერცხის გული, თაფლი (1ჩ/კ) და სიმინდის ზეთი (1ჩ/კ).
მიღებული მასა დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.

მგრძნობიარე კანის მქონე ქლბატონებს უჭირთ პილინგისთვის მათთვის მისაღები საშუალების მოძებნა. ასეთ სიტუაციაში მათ დაეხმარებათ სიმინდის ზეთი.
ამისათის თანაბარი პროპორციით გულდასმით აურიეთ ერთმანეთში სიმინდის ზეთი, მანანის ბურღული, დაფშვნილი ორცხობილა ან დაქუცმაცებული ჰერკულესი. კანი ასეთი პილინგის შემდეგ ხდება ნორჩი და მკვრივი.

ნიღაბი გამომშრალი კანისათვის:
წაისვით სახეზე სიმინდის ზეთი. 5 წუთის შემდეგ დაიდეთ სახეზე დასველებული პირსახოცი გაიჩერეთ გაცივებამდე შემდეგ შეისხით ცივი წყალი.

წარმატებებს გისურვებთ!