დესერტი, რომელიც არ ასუქებს - Gemrielia.ge

დესერტი, რომელიც არ ასუქებს


იგი მზადდება სეზონური ვაშლისგან, რომელსაც ღუმელში დარბილებამდე ათავსებენ, შემდეგ ფცქვნიან, კურკიან გულს აცლიან და ხეხავენ პიურეს კონსისტენციამდე. პიურეს აგრილებენ და ურევენ წინასწარ ათქვეფილ კვერცხის ცილას. თუ ვაშლი ტკბილია, მაშინ შაქარი საერთოდ არ სჭირდება, თუ მჟავეა, უმატებენ 1-2 ჩაის კოვზს. მიღებულ მასას ანაწილებენ ბრტყელ ზედაპირზე, კულინარიულ ქაღალდზე და აშრობენ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე (-40 გრადუსზე). არავითარ შემთხვევაში არ გამოაცხოთ აირღუმელში! მიღებული თაფლაკვერი შეგიძლიათ გადაახვიოთ ან დაჭრათ ნაჭრებად. ეს ნუგბარი კარგად ინახება, თუ მას პერგამენტის ქაღალდში გადაახვევთ და გრილ და მშრალ ადგილას შეინახავთ.