თმის აღმდგენი სასწაულმოქმედი ნიღბები - Gemrielia.ge

თმის აღმდგენი სასწაულმოქმედი ნიღბები

1.ძალიან კარგი ეფექტი აქვს თავის ჭვავის პურით დაბანას. 200-300 გ ჭვავის პურს დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ 3-4 საათი თბილ ადგილას. გადაწურეთ წყალი, გაფილტრეთ რამდენიმე ფენა მარლაში და ფსკერზე დალექილი მასა შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა ასევე ხელს უწყობს თმის ზრდას და რა თქმა უნდა, აღადგენს შეღებვისგან დაზიანებულ თმას. თუ ხშირი ღებვისგან ძალიან გაქვთ თმა დაზიანებული, ათქვეფილი კვერცხის გული 2-3-ჯერ შეიზილეთ, თითქოს თავს იბანდეთ შამპუნით ანუ შეიზილეთ, ჩამოიბანეთ, კვლავ შეიზილეთ და ისევ ჩამოიბანეთ. მეტი ეფექტისთვის ათქვეფილ კვერცხის გულში ჩაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.

2. ძალიან ეფექტურია დაბანის შემდეგ თმაზე ლიმონიანი წყლის გადავლება. ამავე ხსნარში შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ძმარი, თუმცა ამის შემდეგ უნდა ჩამოიბანოთ, თორემ ძმრის სუნი დაგრჩებათ თმაზე.

3. ათქვიფეთ კვერცხის გული აქაფებამდე, კვერცხის რაოდენობა თქვენი თმის სიგრძეზეა დამოკიდებული. ქაფი წაისვით სველ ან მშრალ თმაზე და 5 წუთის განმავლობაში კარგად შეიზილეთ. ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით, ცხელით შესაძლოა, კვერცხი მოიხარშოს და გაგიჭირდეთ მისი თმიდან მოშორება.

წარმატებებს გისურვებთ!