კარტოფილი რომ აღარ დაგილპეთ - სახლში შენახვის 4 ძირითადი წესი - Gemrielia.ge

კარტოფილი რომ აღარ დაგილპეთ - სახლში შენახვის 4 ძირითადი წესი



არსებობს კარტოფილის მომზადების ათასგვარი რეცეპტი, მაგრამ როგორ შევინახოთ ის სახლის პირობებში ისე, რომ არ გაფუჭდეს? - ჩვენ გასწავლით ამ ბოსტნეულის სახლში შენახვის ყველაზე სწორ მეთოდს. თუ თქვენ არ გაქვთ სარდაფი, მაშინ ზედმიწევნით მისდიეთ ჩვენს რჩევებს იმისთვის, რომ ზამთარში კარტოფილი არ გაგიფუჭდეთ.

GEMRIELIA

1. სწორად შეარჩიეთ კარტოფილის ჯიში

კარტოფილის ადრეული ჯიშები კარგად არ ინახება, განსაკუთრებით სახლის პირობებში. ის მალე ფუჭდება და შესაბამისად, კარგავს თავის გემოვნურ თვისებებს. ამიტომ შესანახად აარჩიეთ კარტოფილის გვიანი (საგვიანო) ჯიშები.

GEMRIELIA

2. მოამზადეთ ტომარა

ტომარა კარგად ატარებს ჰაერს და იცავს პროდუქტს ტემპერატურული ცვლილებებისგან. ამიტომ სახლში კარტოფილის შენახვა სწორედ რომ ტომარაში სჯობს. იმისთვის, რომ ტომარაში მავნე ბაქტერიები არ გამრავლდნენ, ბოლქვებს შორის შეგიძლიათ ცირცელის ან გამხმარი პიტნის ფოთლები ჩაუფინოთ. ისინი ხელს შეუშლიან ბოლქვების გაღივებასაც.

კარტოფილი სხვა ბოსტნეულთან ერთად არ ინახება, გამონაკლისს წარმოადგენს ჭარხალი. მოათავსეთ ჭარხალი კარტოფილის ზემოდან და ის ლპობის პროცესს შეაფერხებს.

GEMRIELIA

3. უზრუნველყავით საჭირო ტემპერატურა

კარტოფილის შესანახად ოპტიმალური ტემპერატურაა -5-7 °С. შემოდგომაზე კარტოფილის ტომარა შეგიძლიათ აივანზეც შეინახოთ, მაგრამ როგორც კი ყინვას დაიჭერს, კარტოფილი მაშინვე სახლში უნდა შეიტანოთ. ეს შეიძლება იყოს ბნელი კუთხე შემოსასვლელში ან გრილი ადგილი ფანჯარასთან.

GEMRIELIA

4. არ დაგავიწყდეთ კარტოფილის გადარჩევა

მანამ, სანამ შენახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად გადაარჩიეთ ბოსტნეული და მოაშორეთ დაზიანებული ან უკვე ლპობაში წასული ბოლქვები. ამით თქვენ დანარჩენ პროდუქტს გადაარჩენთ დაზიანებისგან. გადარჩევა დროდადრო უნდა გააგრძელოთ და პერიოდულად გადაყაროთ გაფუჭებული ბოლქვები. თუ კარტოფილის კონტეინერიდან ცუდი სუნი გამოდის ან სახლში ქინქლები გაჩნდნენ, კარტოფილის გადარჩევის დროა!

GEMRIELIA

ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენ აღარ შეგექმნებათ პრობლემები კარტოფილის შენახვისას. ნებისმიერ საქმეს უნდა მიუდგეთ ჭკვიანურად და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ სასურველ შედეგს. ამ წესების დაცვით მთელი ზამთრის განმავლობაში შეძლებთ გაანებვროთ თქვენი ოჯახი საღი კარტოფილის გემრიელი კერძებით!