"ნიკორასა" და gemrielia.ge-ს კონკურსი გრძელდება - Gemrielia.ge

"ნიკორასა" და gemrielia.ge-ს კონკურსი გრძელდება


თუ გსურთ, რომ თქვენც გახდეთ გემრიელი პრიზების მფლობელი, ჩვენს მიერ მითითებული ინგრედიენტებით მოამზადეთ კერძი, გადაუღეთ ფოტო და გამოგვიგზავნეთ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, მიყევით ბმულს: https://www.facebook.com/events/1043433879023508/

აქვე შეგახსენებთ, რომ მეორე კვირის ინგრედიენტები უკვე ცნობილია. ესენია: სოსისი "საბავშვო", სარდელი "პიცა" და კატლეტი "ოჯახური".

ველოდებით თქვენს აქტიურობას!

აქვე გთავაზობთ იმ კერძების ფოტოებს, რომლებიც ჩვენმა კონკურსანტებმა პირველ კვირაში მოამზადეს.
GEMRIELIA
GEMRIELIA
GEMRIELIA
GEMRIELIA
GEMRIELIA
ბოლოს კი გავეცნოთ გამარჯვებული კერძს რეცეპტს:

სპაგეტი ქათმის სოსისით

GEMRIELIA
ინგრედიენტები:
სპაგეტი - 300 გრ
ყაბაყი - 2 ცალი (საშუალო ზომის)
ბულგარული წიწაკა - 3 ცალი
მწვანე ხახვი - 1 კონა
ქათმის სოსისი - 300 გრ
ქამა სოკო - 5 ცალი
ჩერი - 10 ცალი
სოუსისთვის:
არაჟანი, ქინძი, კამა, ტარხუნა - 100-150 გრ
ნიორი - 3/4 კბილი
მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
მოვხარშოთ სპაგეტი... სოსისი და ბოსტნეული დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და შევწვათ სათითაოდ ისე, რომ დარბილდეს, მაგრამ ფორმა არ დაკარგოს.
სოუსი: ნიორი დავჭრათ ძალიან წვრილად, მოვთუშოთ ცხიმში. დავაყაროთ ასევე წვრილად დაჭრილი მწვანილი. მიღებული მასა ოდნავ გავაგრილოთ და გადავურიოთ არაჟანში.

მოხარშული სპაგეტი და მოთუშული ბოსტნეული მოვათავსოთ ერთად, დავამატოთ არაჟნის სოუსი და კარგად ამოვურიოთ.