მდოგვის ნიღაბის 7 რეცეპტი თმის სწრაფად ზრდისთვის - Gemrielia.ge

მდოგვის ნიღაბის 7 რეცეპტი თმის სწრაფად ზრდისთვის

ეს მარტივი ნიღბები არა მხოლოდ თმის ზრდას უწყობს ხელს, არამედ არეგულირებს ცხიმის სეკრეციულ ჯირკვლებს, ანიჭებს თმას ბზინვარებას და ფაფუკს ხდის მას.

 

1. ცხიმიანი თმისთვის
ეს ყველაზე მარტივი და სწრაფი ნიღაბია თმის სწრაფად ზრდისთვის. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ერთი კოვზი მდოგვი, რომელიც უნდა გახსნათ თბილ წყალში ერთგვაროვანი, არაჟნისებური მასის მიღებამდე.

მიღებული ნიღაბი შეიზილეთ თმაში და შეიფუთეთ შხაპის ქუდით, ზემოდან კი პირსახოცით. გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ.

2. ნორმალური თმისთვის
ამ ნიღბისთვის დაგჭირდებათ:
- 1 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი;
- ნახევარი ჭიქა კეფირი ან მაწონი.
- 1 კვერცხის გული.
კეფირი და მაწონი ძალიან სასარგებლოა თმისთვის. ის თმის ჯანმრთელობას აღადგენს, ანიჭებს მბზინვარებას თავისი მჟავა ფერმენტის წყალობით. ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ.

3. მშრალი და დაზიანებული თმისთვის
ასეთ თმას განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. ამიტომაც გარდა ზრდის სტიმულაციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მისი კვება და დატენიანება. ამიტომაც ეს რეცეპტი აუცილებლად გამოგადგებათ:
- თითო სუფრის კოვზი ნაღები და ზეითუნის ზეთი.
- 1 ჩაის კოვზი კარაქი;
- 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი.
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.

4. თმის მოცულობის მისაცემად და ზრდის სტიმულაციისთვის
ეს ნიღაბი თხელ თმას მოუხდება. დაგჭირდებათ:
1 ჩაის კოვზი ჟელატინი;
1 კვერცხის გული;
1 ჩაის კოვზი მდოგვი.
თავდაპირველად დაალბეთ ჟელატინი 100 მლ წყალში, რომ გაფუვდება, დადგით დაბალ ცეცხლე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ოდნავ გააგრილეთ და დაუმატეთ კვერცხის გული და მდგოვის ფხვნილი. თუ მშრალი თმა გაქვთ, შეგიძლიათ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთიც დაუმატოთ.
წაისვით თმაზე, შეიფუთეთ, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილის წყლით.

5 მდგოვის ნიღაბი საფუვრით
შესანიშნავი ნიღაბი ყველა ტიპის თმისთვის. ასტიმულირებს ზრდას (თვეში 3 სმ-მდე).
დაგჭირდებათ:
თითო სუფრის კოვზი მშრალი საფუარი და შაქარი.
თითო სუფრის კოვზი თაფლი და მდგოვის ფხვნილი.
თავდაპირველად ერთმანეთში აურიეთ, შემდეგ კი წყალში ან რძეში გახსენით შაქარი და მშრალი საფუარი. გააჩერეთ 15-20 წუთი თბილ ადგილას, რათა მასა გაფუვდეს. შემდეგ დაუმატეთ მდოგვი და თაფლი.
როგორც წინა შემთხვევებში, აქაც შეიზილეთ კარგად ძირებში, შეიფუთეთ და 20 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

6. მდოგვის ნიღაბი კონიაკითა და ალოეთი
ეს ნიღაბიც ყველა ტიპის თმაზე მიდის, შესანიშნავად ატენიანებს, კვებავს და ხელს უწყობს ზრდას.
განსაკუთრებით მოუხდება ეს ნიღაბი გრძელ თმას.
დაგჭირდებათ:
თითო სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი, კონიაკი და ალოეს წვენი.
1 კვერცხის გული.
2 ჩაის კოვზი ნაღები.
ყველა კომპონენტი შეურიეთ ერთმანეთს და შეიზილეთ თმის ძირებში. შემდეგ შეიფუთეთ, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ შამპუნით.

7. უნივერსალური ნიღაბი თმის სწრაფად ზრდისთვის
დაგჭირდებათ:
ორ-ორი კოვზი მდოგვის ფხვნილი, წყალი და ბირკის ან ზეითUნის ზეთი;
1 კვერცხის გული.
ყველა კომპონენტი ერთმანეთში აურიეთ, შეიზილეთ თმაში, შეიფუთეთ და 20 წუთში ჩამოიბანეთ.