მოამზადეთ ქათმის ფილე ამ 5 წესით და ის ყოველთვის ნაზი, წვნიანი და ძალიან არომატული გამოვა - Gemrielia.ge

მოამზადეთ ქათმის ფილე ამ 5 წესით და ის ყოველთვის ნაზი, წვნიანი და ძალიან არომატული გამოვა

ქათმის ხორცი – ბევრი გურმანის საყვარელი პროდუქტია. მისგან სხვადასხვა და ძალიან გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება. თუმცა, ხშირად, შეწვისას ქათმის ხორცი უხეში და გამომშრალი გამოდის.
გთავაზობთ საუკეთესო რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ქათმის ხორცი განსაკუთრებულად გემრიელი, წვნიანი და ნაზი გამოვა.

ინგრედიენტები:

4 ცალი ქათმის ფილე

1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ან გამდნარი კარაქი

1/2 ჩაის კოვზი პაპრიკა

მარილი, პილპილი

მომზადების წესი:

1. ჩაასხი ჯამში თბილი წყალი და ჩაყარე მასში მარილი, მოურიე კარგად, რომ მარილი სრულიად გაიხსნას. მოათავსე მასში გარეცხილი და გამლღვალი ქათმის ფილე 15 წუთით. შემდეგ ამოიღე ხორცი და გაამშრალე ქაღლდის ხელსახოცით.

2. წაუსვი ფილეს ყველა მხრიდან ზეითუნის ზეთი. ასევე შეგიძლიათ წაუსვათ გამდნარი კარაქი.

3. ცალკე ჯამში აურიე მარილი, პილპილი, პაპრიკა და სხვა სანელებლები თქვენი სურვილისამებრ. მიღებული ნარევში კარგად ამოგანგლე ქათმის ფილე.

4. ხორცი კარგად გახურებულ ღუმელში უნდა შეწვა. შეწვას კი მხოლოდ 20 წუთი დაჭირდება.

5. გამოიღე მომზადებული ფილე ღუმელიდან, შეფუთე ფოლგაში და გააჩერე რამდენიმე წუთი.

როგორც ხედავ, საკმაოდ მარტივი წესებია. წვნიანი და ნაზი ფილეს შეწვის მთავარი საიდუმლო კი მის წინასწარ თბილ წყალში ჩალბობასა და მაღალ ტემპერატურაზე შეწვაშია.