ყველაზე გემრიელი და პრიალა მინანქრის მომზადების 7 საიდუმლო - Gemrielia.ge

ყველაზე გემრიელი და პრიალა მინანქრის მომზადების 7 საიდუმლო


როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი მინანქარი

1. სისქე
კარგ მინანქარს არაჟნის კონსისტენცია უნდა ჰქონდეს, რათა იდეალურად დაჯდეს დესერტზე. თუკი ის ძალიან თხელი გამოგივიდათ, დაუმატეთ ეთი ჩაის ოზი შაქრის პუდრი, ხოლო თუ ძალიან სქელია – დაუმატეთ ცოტაოდენი ცხელი წყალი.

2. პუდრა
შაქარი ძალიან წმინდად უნდა იყოს დაფქული, იმდენად წმინდად, რომ ბოლი ასდიოდეს.

3. კვერცხის ცილა და გული
მინანქარში კვერცხს ჰაეროვნებისთვის და მასის შესაკრავად უმატებენ. ცილიან მინანქარს ძირიათად კულიჩებს უსვამენ ან ორნამენტებს ხატავენ დესერტებზე. კვერცხის გული კი მასას მადისაღმძვრელ შეფერილობას ანიჭებს. კვერცხისგულიან მინანქარს უსვამენ დესერტებს და შემდეგ ღუმელში აშრობენ. ხშირად რეცეპტებში ეს პუნქტი გამოტოვებულია.
შედგით მინანქრიანი დესერტი 100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, ეს პროცედურა თავიდან აგაცილებთ სალმონელოზს, რამეთი ეს ჩხირი 70 გრადუსზე კვდება.

4. კარაქი
იმისათვის, რომ მინანქარი ნაზი და კრემისებური გამოვიდეს, უნდა დავუმატოთ კარაქი. ასეთი მინანქარი შოკოლადის ტორტებს უხდება.
არასოდეს გამოიყენოთ ფორებიანი შოკოლადი მინანქრისთვის. უმჯობესია გაალღვოთ შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით.

5. ლიმონის წვენი
მინანქრის ზოგიერთ რეცეპტში წყლის მაგივრად ლიმონის წვენია. ან უბრალოდ დამატებული აქვს რამდენიმე წვეთი ლიმონი არომატისთვის. თუკი დესერტი ძალიან ტკბილია, გამოიყენეთ ახალგამოწურული ლიმონის წვენი, ის საოცარ გემოს შეჰმატებს მინანქარს.

6. საღებავები
იმისათვის, რომ დესერტი ლამაზად გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ საღაბევაბი, მაგრამ არა ნაყიდი, არამედ ბუნებრივი. მაგალითად ერთი კოვზი ჟოლოს მურაბა მინანქარს ჯადოსნურ ფერსა და არომატს შესძენს. ცოტაოდენი კურკუმა და კარაქის პატარა ნაჭერი მას მკვეთრ ნარინჯისფერს მიანიჭებს.

7. როგორ წავუსვათ მინანქარი
კულიჩებზე და კეკსებზე თხევად მინანქარს საკონდიტრო ფუნჯით უსვამენ. თუ მოხატვა გსურთ, საკონდიტრო შპრიცი გამოიყენეთ. შეგიძლიათ ჩვეულებრივი შპრიცის პლასტმასი გამოიყენოთ ამისთვის.
მინანქრის დასხმამდე კექსს ჯემის თხელი ფენა გადაუსვით. ასე შოკოლადის ფენა უფრო თანაბრად განაწილდება ზედაპირზე და დესერტს განსაკუთრებულიი სიბზინვარეს მიანიჭებს.

მარტივი მინანქარი

ინგრედიენტები:
200 გ შაქრის პუდრა
4 სუფრის კოვზი ცხელი წყალი

მომზადების წესი:
დაასხით შაქრის პუდრს წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე
ხარშეთ იქამდე, სანამ მინანქარი პრიალა არ გახდება. გამუდმებით ურიეთ. მომზადების წესი: 5-7 წუთი.
მაშინვე მოასხით მინანქარი დესერტს.

კვერცხის გულის მინანქარი

ინგრედიენტები
5 კვერცხის გული
1,5 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
4 სუფრის კოვზი ფორთოხლის ფრეში

მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხის გული ფორთოხლის ფრეშთან ერთად ერთგვაროვანი ქაფის მიღებამდე.
ნელ-ნელა უმატეთ შაქრის პუდრი. წაუსვით მინანქარი დესერტს და შედგით 2-3 წუთი 100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

პრიალა მინანქარი რომით

ინგრედიენტები
1 ჭიქა შაქრის პუდრი
3 სუფრის კოვზი რომი
1 სუფრის კოვზი ცხელი წყალი

მომზადების წესი:
1. გაცერით შაქრის პუდრა, დაუმატეთ წყალი და რომი, კარგად აურიეთ და მოასხით მინანქარი დესერტს.

მბზინავი შოკოლადის მინანქარი

ინგრედიენტები:
100 გ შოკოლადი
3 სუფრის კოვზი წყალი
1 სუფრის კოვზი კარაქი
100 გ შაქრის პუდრი

მომზადების წესი:
დატეხეთ შოკოლადი, ჩაყარეთ ქვაბში, დაუმატეთ ცხელი წყალი და გაახურეთ იქამდე, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება.
ჩააგდეთ შოკოლადის მასაში კარაქი და დაუმატეთ შაქრის პუდრი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მინანქარი ცილით (ორნამენტებისთვის)

ინგრედიენტები:
1 ჭიქა შაქრის პუდრი
1 კვერცხის ცილა
1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესი:
ათქვიფეთ ცილა მკვრივი ქაფის მიღებამდე. დაუმატეთ შაქრის პუდრი და კვლავ ათქვიფეთ. ჩაუმატეთ ლიმონის წვენი.
ჩადეთ საკონდიტრო შპრიცში მომზადებული მინანქარი და გააკეთეთ დესერტზე სასურველი ორნამენტები.