20 ძალიან გამოსადეგი რჩევა მსოფლიოს ცნობილი შეფ-მზარეულებისგან - Gemrielia.ge

20 ძალიან გამოსადეგი რჩევა მსოფლიოს ცნობილი შეფ-მზარეულებისგან


რჩევები კერძების მზადებისას

1. როგორ გამოვაცალოთ ბოსტნეულს მარტივად გული
GEMRIELIA
იმისათვის, რომ გოგრას, ყაბაყს, კიტრს მარტივად გამოვაცალოთ თესლები, გამოიყენეთ ნაყინის კოვზი. მისი ბასრი ნაპირები ძალისხმევის გარეშე გაასუფთავებს ბოსტნეულს. ასევე ამ კოვზით შეძლებთ ლამაზად გააფორმოთ კერძები.

2. როგორ მოვაცილოთ კერძს ზედმეტი ცხიმ
თუკი კერძში ზედმეტი ცხიმი მოგივიდათ და თავზე მოიდო ცხიმის ფენა, გამოიყენეთ ყინულის რამდენიმე კუბი და ქაღალდის ხელსახოცი. გაახვიეთ ყინული ხელსახოცში და მოატარეთ კერძის ზედაპირზე. ყინული მიიკრავს ცხიმს, როგორც მაგნიტი და ხელსახოცს შერჩება.

3. მოეპყარით საკვების შესაფუთ ცელოფანს, როგორც შეფ-მზარეული
საკვების შესაფუთ ცელოფანი წამდაუწუმ გიფუჭდებათ და იხევა? შეინახეთ ის მაცივარში – ასე იქცევიან მსიოფლიოს ცნობილი მზარეულები. ცივი ცელოფანი მარტივი და მოსახერხებელი გამოსაყენებელია, არ ეკრობა საკვებს და არ იხევა ადვილად.

4. ციტრუსების მარტივად გაფცქვნა
რჩევა სპეციალურად მათთვის, ვისაც არ უყვარს ფორთოხლის, ლიმონის ან მანდარინის გაფცქვნა: მოათავსეთ ხილი მიკროტალღურ ღუმელში 20 წამი, რის შემდეგაც ნაყოფს ძალიან მარტივად მოცილდება კანი.

5. გაიმარტივეთ მოხარშული კვერცხის გაფცქვნა
დაუმატეთ სოდა ან ძმარი წყალში კვერცხის ხარშვისას. ორივე ნივთიერება შეაღწევს კვერცხის ნაჭუჭში და ის ადვილად მოცილედება ცილას.

6. როგორ გამოვწუროთ მეტი წვენი ციტრუსისგან
GEMRIELIA
იმისათვის, რომ ლიმონისგან, ან ფორთოხლისგან მაქსიმალური წვენი მივიღოთ, ჯერ კარგად გააციეთ ხილი, შემდეგ მოათავსეთ 15-20 წამი მიკროტალღურ ღუმელში.

7. როგორ გავხეხოთ მარტივად რბილი ყველი
გახეხვამდე ყველი 30 წუთით საყინულეში მოათავსეთ. გამაგრებული ყველი არ მიეკრობა არც სახეხს და მეტად ფანტიაც გამოვა.

8. როგორ მოვიქცეთ, რომ არ ვიტიროთ ხახვის დაჭრისას?
იქამდე, სანამ ხახვის დაჭრას შეუდგებოდეთ, მოათავსეთ ის 30 წუთით საყინულეში. მაგრამ ეს მეთოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგადგებთ, თუკი მის მოხრაკვას ან მოხარშვას აპირებთ, რადგან ცოცხალ სალათებში ასე დაჭრილი ხახვის დამატება არ ღირს.

9. როგორ მოვხარშოთ მაკარონი და სხვა ბურღული
GEMRIELIA
იმისათვის, რომ არ დავადგეთ თავზე ქვაბს, რომ ადუღებისას წყალი არ გადმოვიდეს, დადეთ ქვაბის ზემოდან ხის კოვზი ან ნიჩაბი. ხე არ მისცემს წყალს საშუალებას გადმოვიდეს ქვაბიდან.

10. როგორ შევწვათ მთლიანი ქათამი
როცა ქათამს (ან სხვა ფრინველს) მთლიანად წვავთ, დადეთ ის მკერდით დაბლა. საქმე ისაა, რომ ქათმის მკერდში მეტი ხორცია: რაც ახლოს არის სითბოს წყაროსთან ხორცი, მით სწრაფად და თანავრად შეიწვება.

11. პერგამენტის ქაღალდი კექსებისთვის
GEMRIELIA
თუკი არ გაქვთ კექსის სპეციალური ფორმები, გამოიყენეთ სპეციალური პერგამენტის ქაღალდი. ამ მეთოდით გამომცხვარი კექსი არასტანდარტულ ფორმას მიიღებს და უფრო საინტერესო გამოვა.

12. გაათბეთ ღვეზელები სწორად
პიცის, ხაჭაპურის, ლობიანისა და სხვა ღვეზელების მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებისას აუცილებლად შედგით მათთან ერთად ჭიქით წყალი. ასე ღვეზელები არ გამოშრება.

პროდუქტების შენახვის წესები

1. მწვანილის შენახვა
GEMRIELIA
იმისათვის, რომ მწვანილს სასარგებლო თვისებები შეუნარჩუნდეს, გაყინეთ ის ყინულის ფორმებში. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც წყალი, ასევე ზეითუნის ზეთი.

2. სწორად შეინახეთ გარჩეული ნიგოზი
GEMRIELIA
გაყინეთ გარჩეული ნიგოზი, ასე ის ყველა სასარგებლო თვისებას, გემოსა და არომატს შეინარჩუნებს. ჩაყარეთ გარჩეული ნიგოზი ჰერმეტულ კონტეინერში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ საყინულეში. წინასწარ ნუ მოხალავთ. ასე შენახული ნიგვზის კიდევ ერთი უპირატესობაა: ნიგოზი არ მიიღებს მწარე გემოს.

ხელსაქმის წესები

1. იმისათვის, რომ თუჯის ჭურჭელს დროთაგანმავლობაში ჟანგი არ გაუჩნდეს, არ ღირს გაასუფთავოთ ის ჩვეულებრივი ქიმიური საშუალებებით. გამოიყენეთ ჩვეულებრივი მარილი. ამ მეთოდით, ყველაფერთან ერთად, ჭურჭელს მოაშორებთ სანელებლების ჩამჯდარ სუნს.

2. როგორ მოვიცილოთ ხელებიდან არასასიამოვნო სუნი.
GEMRIELIA
იმისათვის, რომ ხელებიდან ნივრის, ხახვის ან სხვა პროდუქტის არასასიამოვნო სუნი მოიშოროთ, გამოიყენეთ ლიმონი ან საკვები სოდა. უბრალოდ წაისვით ხელებზე და ჩამოიბანეთ წყლით.

3. როგორ მივანიჭოთ ჭურჭელს პირველადი სიბზინვარე
GEMRIELIA
იმისათვის, რომ ქრომირებულ ჭურჭელს პირვანდელი სიბზინვარე დაუბრუნოთ, გარეცხეთ ის წყლისა და ძმრის ნარევით. თუკი მას არ აქვს არანაირი ელექტრული ელემენტი, შეგიძლიათ მთელი ღამით ჩაალბოთ ამ ნაყენში.

4. გააახლეთ ხის კოვზები
ხის კოვზები და ნიჩბები ხმარებაში კარგავს პირვანდელ ფერს და უსიამო სუნიც ადვილად ედება. თითქოს, არსებობს ამის ერთი გამოსავალი: გადაგდება. მაგრამ თუკი გენანებათ, კიდევ არსებობს ერთი მეთოდი: გამოხარშეთ ხის კოვზები ჩვეულებრივ წყალში და გააშრეთ მზეზე.

5. როგორ გავწმინდოთ სწორად ხის საჭრელი დაფები
GEMRIELIA
იმისათვის, რომ ხის დაფებს სუნი და საკვების ნარჩენები მოაშოროთ, გახეხეთ ის მსხვილი მარილით და გააჩერეთ 10-15 წუთი. შემდეგ წაუსვით მთელ ზედაპირზე გაჭრილი ლიმონი, გაავლეთ წყალი და გააშრეთ. ეს პროცედურა გარანტირებულად მოაშორებს დაფას ყველანაირ ბაქტერიას.

6. ორიგინალური მეთოდი, რათა საყვარელი რეცეპტების წიგნი სუფთად შევინარჩუნოთ
GEMRIELIA
ხშირად მზადებისას რეცეპტების წიგნებს ვიყენებთ. ამ დროს მისი სამზარეულოს მაგიდაზე დადება და საჭირო გვერდზე გადაშლილი გაჩერება საკმაოდ უხერხულია. თანაც წიგნის (რვეულის) დაცვა, რომ არ დაგვესვაროს საჭმლით, ძნელია. ამიტომაც გამოიყენეთ შარვლის სპეციალური, სარჭიანი საკიდი. ასე დაკიდებული წიგნი ბევრად მოსახერხებელი იქნება.