გემრიელი რჩევები "ნიკორასა" და gemrielia.ge-ს კონკურსის გამარჯვებულისგან - Gemrielia.ge

გემრიელი რჩევები "ნიკორასა" და gemrielia.ge-ს კონკურსის გამარჯვებულისგან


აპრილიდან კულინარიულ აკადემიაში სწავლას გეგმავს და დიდი იმედი აქვს, რომ წარმატებული შეფ-მზარეული გამოვა. როგორც თავად ხუმრობს, უყვარს გემრიელი კერძები და სხვებზე უფროსობა,- ამიტომ ეს პროფესია მისთვის ზედგამოჭრილია.

მარიამი:
თქვენი კონკურსის შესახებ Facebook-დან შევიტყვე. კვირის ინგრედიენტებს რომ გადავხედე, მაშინვე მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა, თუმცა მანამდე არასოდეს მქონდა მომზადებული სპაგეტი ქათმის სოსისით. ისეთი გემრიელი გამოვიდა, სხვა დროსაც აუცილებლად გავაკეთებ.

- ადრე თუ იყავი "ნიკორას" მომხმარებელი?


- კი, ხშირად დავდიოდი "ნიკორას" სუპერმარკეტებში. თუმცა ამდენი რამე თუ ჰქონდათ, არ ვიცოდი. კონკურსში გამარჯვების შემდეგ ისეთი გემრიელი საჭმელები მაჩუქეს, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდება. ნამდვილად არ ვიცოდი,  "მზარეულის" ნახევარფაბრიკატები ასეთი გემრიელი თუ იყო.

- სახლში კერძებს ალბათ ძირითადად სულ შენ ამზადებ...

- თუ მინდა, რომ გემრიელად მივირთვა, მაშინ კი Smile ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო - პიცისა და პასტის კეთება. შესაბამისად, ჩემი მეგობრები გიჟდებიან ჩემთან სტუმრობაზე.

- როგორც გამოცდილმა კულინარმა, იქნებ gemrielia.ge-ს მკითხველს რამდენიმე საიდუმლო გაუმხილო, რომელიც კერძის კეთებისას გამოადგებათ?


• თუ გინდა, რომ კერძი ძალიან გემრიელი გამოვიდეს, არ უნდა გააკეთოთ პროდუქტებზე ეკონომია - იდეალური კერძი მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციით მზადდება.

• კარტოფილის შეწვის ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ. დაჭრილ, შესაწვავად გამზადებულ კარტოფილს სუფთა ჩაის ტილოთი ვამშრალებ, შემდეგ სვანურ მარილსა და ყვითელ ყვავილში ვავლებ და ისე ვწვავ. შეგიძლიათ, ღუმელშიც გამოაცხოთ. ძალიან გემრიელია.

• როდესაც გაყინულ ხინკალს ვყიდულობ, ქვაბში მარილთან ერთად ცოტა ზეთსაც ვამატებ. ასე მოხარშული ხინკალი არ სკდება და პრიალააა.

• არაჟნისგან უმატრივესი სოუსი მზადდება. გემოვნების მიხედვით არაჟანს დაამატეთ ნიორი და ქინძი. თუ სეზონია, ძალიან უხდება ტარხუნაც. ეს სოუსი უხდება როგორც ხორცს, ისე მაკარონსა და კარტოფილსაც.