უგემრიელესი ხორცის ფარშის მომზადების 7 საიდუმლო მსოფლიოს წამყვანი მზარეულებისგან - Gemrielia.ge

უგემრიელესი ხორცის ფარშის მომზადების 7 საიდუმლო მსოფლიოს წამყვანი მზარეულებისგან

ფარში – ეს არა მხოლოდ კატლეტებთან, პელმენებთან და გუფთასთან ასოცირდება, არამედ სხვა უამრავ უგემრიელეს კერძთანაც. გატარებული ხორცი უამრავი კერძის ძირითადი ინგრედიენტია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ მოვამზადოთ ის სწორად.


როგორ დავაქუცმაცოთ ხორცი

ფარშის მომზადების 3 მეთოდი არსებობს:

გავატაროთ ხორცსაკეპში

დავაბლენდეროთ

დავაქუცმაცოთ ხელით – ორი ბასრი დანის მეშვეობით.

დანით დაკეპვისას ხორცი უფრო წვნიანი გამოდის. დაახლოებით იგივე კონსისტენციას ვიღებთ, დაბლენდერებისასაც. დანებით დაკეპვისას, დანები უნდა იყოს მძიმე და ძალიან ბასრი. დაფაც სქელი და მძიმე უნდა იყოს და მის ქვეშ სიმყარისთვის ჩაის ტილო უნდა დააფინოთ.

ხორცის დუეტები

ხშირად შეფ-მზარეულები გვირჩევენ, ერთ ფარშში რამდენიმე სახეობის ხორცი გამოვიყენოთ. ყველაზე გავრცელებული შეხამებაა – ძროხისა და ღორის ხორცი – სინამდვილეში, ეს არც ისე კარგი დუეტია, ბევრად საინტერესო შემდეგი თანწყობებია:

როხის ხორცი + ცხვრის ხორცი

ძროხის ხორცი + ქათმის ხორცი

ცხვრის ხორცი + ქათმის ხორცი

ღორის ხორცი + ინდაურის ხორცი

ღორის ხორცი + კურდღლის ხორცი

გამონაკლისია, კატლეტი ბურგერისთვის. მისი მომზადება მხოლოდ ერთი სახეობის ხორცით არის რეკომენდებული.

რა უნდა დავუმატოთ ფარშს

იმისათვის, რომ ფარში  ძალიან ნაზი და გემრიელი გამოვიდეს, შეფ-მზარეულები გვირჩევენ, დავუმატოთ:

რძეში დამბალი თეთრი პური

კარაქი

გახეხილი ყველი

სალა

წვნიანობას ფარშს მიანიჭებს სხვადასხვა ბოსტნეული – კარტოფილი, გოგრა, ყაბაყი ან წვრილ სახეხზე გახეხილი მწვანე ვაშლი (600 გრამ ხორცზე 1 საშუალო ზომის ვაშლი). ასევე ფარშის "დამძიმება" შეგიძლიათ ბრინჯითა და ბულგურით.

სანელებლები

ყველაზე მომგებიანი კომბინაციები:

ძროხის ხორცისთვის – წიწაკა + მუსკატის კაკალი

ცხვრის ხორცისთვის – ძირა+ქონდარი

ღორის ხორცისთვის – წიწაკა+ მუსკატის კაკალი

ქათმისთვის – კარი, ან კურკუმა

სანელებლების იდეალური რაოდენობა მხოლოდ ექსპერიმენტის ჩატარების გზით შეგიძლიათ. უმჯობესია დაიწყოთ მცირე დოზებით.

ფარშის შერევა

კიდევ ერთი საიდუმლო: დაქუცმაცებულ ხორცს უბრალოდ კი არ უნდა შეურიოთ დანამატები, არამედ, ისე მოზილოთ, რომ ერთ მთლიან, გლუვ მასად გადაიქცეს.

ეს იმისათვის არის აუცილებელი, რომ თერმოდამუშავების დროს ფარში არ დაიშალოს, - არ აქვს მნიშვნელობა ქაბაბს აკეთბეთ, თუ გუფთას – ყველა შემთხვევაში ფარში კარგად შეკრული უნდა იყოს.

დააცადეთ გაციება

ფარშის შეკმაზვის შემდეგ, აუცილებელია, რომ ის ცოტა ხანს გააჩეროთ მომზადებამდე.

საუკეთესო იქნება, თუკი მას ნახევარი საათით მაცივარში მოათავსოთ. ფარშს ყველაფერი კარგად გაუჯდება. ამასთან ციფი ფარშისგან უფრო მარტივი იქნება კატლეტებისთვის ფორმის მიცემა.
როგორ შევწვათ

თუკი კატლეტების შეწვა გადაწყვიტეთ, აუცილებლად ამოავლეთ ის – ფქვილში, შვრიის ფანტელში ან დაფქულ ორცხობილაში, - ასე ბევრად რბილი და წვნიანი გამოვა კერძი. ორივე მხრიდან შეწვის შემდეგ, აუცილებლად გააჩერეთ ცოტა ხანს დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ტაფაში.