კიტრის მწნილის წვენის გამოყენების 7 გამოცდილი მეთოდი! - Gemrielia.ge

კიტრის მწნილის წვენის გამოყენების 7 გამოცდილი მეთოდი!


მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ კიტრის მჟავის წვენი კიდევ სხვა შემთხვევებშიც გამოიყენება და თანაც ძალიან ეფექტურად:

1. კიტრის მწნილის წვენის მარინადის მაგივრად გამოყენება. ღორისა თუ ძროხის ხორცს საოცრად ნაზი გემო ექნაბა, თუკი შეწვამდე მას მწნილის წვენში დაამარინადებთ. დაჭერით ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად, დაასხით მწნილის წვენი და გააჩერეთ 4 საათით. ამოიღეთ ხორცი მარინადიდან, მოაყარეთ სანალებლები და მოასხით ზეითუნის ზეთი. შედეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შეწვით.
GEMRIELIA
2. მოხარშული კარტოფილი ბევრად გემრიელი გამოვა, თუკი მომზადებისას ქვაბში მწნილის წვენს ჩაუმატებთ. ასევე წვენის ჩამატება შეგიძლიათ კარტოფილის სალათებშიც.
GEMRIELIA
3. დაუმატეთ ცოტაოდენი მწნილის წვენი წინა დღით მოხარშულ ყველიან მაკარონს და კერძს დაუბრუნებთ შესანიშნავ გემოს.
GEMRIELIA
4. გამოაცხვეთ მარტივი და გემრიელი ორცხობილა ცომში მწნილის წვენის დამატებით. მოზილეთ ცომი 0,5 კგ ფქვილის, 10 სუფრის კოვზი შაქრის, ზეთისა და მწნილის წვენით. მოზილეთ ზომი, გააბრტყელეთ და ამოჭერით ჭიქით ან სპეციალური ფორმით ფიგურები. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ.
GEMRIELIA
5. იმისათვის, რომ ცნობილი კოქტეილი "სისხლიანი მერი" ბევრად არომატული გამოვიდეს, დაუმატეთ ერთ ჭიქა კოქტეილში ერთი სუფრის კოვზი კიტრის მწნილის წვენი.
GEMRIELIA
6. გამოიყენეთ ეს სითხე იმისათვის, რომ დაამარინადოთ კვერცხი, ხახვი, ნიორი ან სხვა.
GEMRIELIA
7. იმისათვის, რომ კეტჩუბის ან ბარბექიუს სხვა სოუსის გემო გააუმჯობესოთ, დაუმატეთ მასში გემოვნებით კიტრის მწნილის წვენი.
GEMRIELIA
თუკი მორჩენილი მწნილის წვენის მაშინვე გამოყენებას არ აპირებთ, შეგიძლიათ ის გაყინოთ ფორმებში და შემდეგ გამოიყენოთ.