14 კერძი, რომლის გაკეთებაც 30 წლამდე უნდა ისწავლოთ
არა მარტო მამაკაცების, არამედ მთელი კაცობრიობის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის. ამიტომაც შევკრიბეთ 15 კერძი, რომლის გაკეთებაც კარგი იქნება, თუ გეცოდინებთ. ისინი შესაძლოა თქვენი საფირმო კერძები გახდნენ. Bon appetit!
მაკარონი ყველით
მოხარშეთ მაკარონი. სოუსისთვის გაადნეთ კარაქი (1/2 კოლოფი), დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი, კარგად აურიეთ დაუმატეთ დაახლოებით 2,5 ჭიქა რძე ან ნაღები და კვლავ კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ სოუსს სანალებლები (მარილი, პილპილი და რაც გინდათ კიდევ), 2 ცალი ათქვეფილი კვერვცხის გული და გახეხილიი რბილი ყველი. დადგით სოუსი საშუალო ცეცხლზე რამდენიმე წუთით, თან ურიეთ. მოასხით სოუსი მაკარონს და შედგით ღუმელში 10 წუთით. მომზადებულ მაკარნოს ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი.
იტალიური ომლეტი ფრიტატა
გაააახურეთ ღუმელი. დიდ ჯამში ათქვიფეთ 8 კვერცხი, 1/4 ჭიქა რძე, მარილი და პილპილი.
საშუალო ცეცხლზე დადგით ტუჯის ტაფა და შეწვით 3 ნაჭერი ლორი. დაუმატეთ მას 1/2 დაჭრილი ხახვი, ერთი ჭიქა კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი და ერთი მუშა ყვავილოვანი კომბოსტო. ხარშეთ დაახლოებით 30 წამი, შემდეგ ჩაასხით ტაფაში კვერცხის მასა. მოაყარეთ ზმოედან გახეხილი ყველი. თავდაპირველად ომლეტი 30 წამი გააჩერეთ ცეცხლზე, შემდეგ კი შედგით 10 წუთით გახურებულ ღუმელში.
იდეალურად შემწვარი ქათამი ღუმელში
იდეალური ქათმის შესააწვავად მხოლოდ სამი ინგრედიენტი დაგჭირდებათ: წიწაკა, მარილი და თავად ქათამი. პირველ რიგში ქათამი გაალღვეთ და ოთახის ტემპერატურა მიაღებინეთ. შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყალში. გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე. ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით გაამშრალეთ ქათამი გარედან და შიგნიდან. მოაყარეთ ყველა მხრიდან მარილი და პილპილი. შეუკერეთ გული ქათამს სქელი ძაფით და შედგით ღუმელში 50-60 წუთით. მთელი ამ ხნის განმავლოაბში არ გამოაღოთ ღუმელი და არ წაუსვათ ცხიმი. როცა შეიწვება, გამოიღეთ ქათამი და გააჩერეთ 15 წუთი. მხოლოდ ამის შემდეგ მოაცალეთ ძაფი და დაჭერით.
გამომცხვარი ბოსტნეული
გაახურეთ ღუმელი. ერთმანეთში შეურიეთ ყველა სასურველი ბოსტნეული: 1 მოზრდილი თავი ბროკოლი, დაჭრილი ცუკინი, ერთI ჭიქა პომიდორი ჩერი, წრეებად დაჭრილი 3 სტაფილო, შამპინიონები. დაუმატეთ ყველა ამ ბოსტნეულს 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 2-3 ჩაის კოვზი მარილი და შავი დაფქული პილპილი. გაანაწილეთ ბოსტნეული ორ თანაბარ ნაწილად. გამოაცხვეთ თითოეული 35-40 წუთი, ყოველ 15 წუთში გამოაღეთ ღუმელი და მოურიეთ.
შემწვარი სენდვიჩი ყველით
მოამზადეთ 2 ნაჭერი პურის სენდვიჩი 2 პატარა კუბიკი კარაქის, 2 ნაჭერი ყველისა და მარილისგან. გაადნეთ ერთი კარაქის კუბი ტაფაზე დაბალ ცეცხლზე. შეწვით მასში პური ერთი მხრიდან. ამოიღეთ პური ტაფიდან, დაადეთ ერთი მხრიდან ყველის ნაჭერი, მეორე მხრიდან პურის მეორე ნაჭერი, ისე, რომ პურის შემწვარი მხარეები სენდვიჩის შიგნით მოხვდეს. კვლავ გაადნეთ კარაქი ტაფაზე და დაბალ ცეცლზე შეწვით სენდვიჩი ორივე მხრიდან. ეცადეთ, არ დაგეწვათ.
ბრაუნი კაკაოსგან
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე. ერთმანეთში შეურიეთ 10 სუფრის კოვზი (140 გ) კარაქუმ 1/4 ჭიქა (250 გ) შაქარი, 2 სუფრის კოვზი კაკაო და 1/4 ჩაის კოვზი მარილი ცეცხლგამძლე ჯამში, ჩადგით ჯამი ადუღებულწყლიან ქვაბში და დადგით დაბალ ცეცლზე, თან ურიეთ, სანამ კარაქი არ გადნება. გადმოიღეთ ჯამი და ცოტა ხნით გააგრილეთ. შემდეგ დაუმატეთ ვანილი და 2 კვერცხი, თან კარგად ურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. შემდეგ ჩაამატეთ ფქვილი და მოურიეთ ხის კოვზით. ჩაასხით მომზადებული ცომი გამოსაცხობ ფორმაში და შედგით ღუმელში 20-25 წუთი. როცა გამოცხვება, გააგრილეთ და დაჭერით. სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ კენკრასთან ერთად.
იდეალური სტეიკი
მომზადებამდე 45 წუთით ადრე, გამოიღეთ მაცივრიდან და კარგად გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით. მოაყარეთ მარილი და პილპილი და გააჩერეთ 45 წუთი, რათა ხორცმა ოთახის ტემპერატურა მიიღოს. შემდეგ დადგით ძლიერ ცეცლხზე თუჯის ტაფა. კვლავ შეამშრალეთ ხორცის ნაჭერი ქაღალდის ხელსახოცით. დაასხით ტაფაზე 2 სუფრის კოვზი ზეთი და დადეთ ზედ სტეიკის ნაჭერი. ისე რომ არ შეეხოთ ხორცს, წ ვით 2 წუთის განმავლობაში. 2 წუთში გადმოაბრუნეთ და მეორე მხრიდან შეწვით. 8 წუთის განმავლობაში (თუ სქელი ნაჭერია) ან 6 წუთი (თუ შედარებით თხელია ხორცის ნაჭერი) ატრიალეთ ყოველ 2 წუთში, სანამ ხორცის შიედა ტემპერატურა 65-70 გრადუსს არ მიაღწევს. შემდეგ დაამატეთ ტაფაში 3 სუფრის კოვზი კარაქი. როცა კარაქი დნობას დაიწყებს, ჩააგდეთ მასში 5 ღერი ქონდარი. შემდეგ მოასხით ხორცს გამდნარი კარაქი, გადმოაბრუნეთ და გააგრძელეთ პროცედურა. როცა სტეიკი მზად იქნება, გადმოიღეთ ტაფიდან, აცადეთ გაგრილდეს 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დაჭერით და მიიტანეთ სუფრასთან.
გუაკამოლე
მოათავსეთ ბლენდერში 5-6 ცალი მწვანე პომიდორი, 1/4 ჭიქა დაჭრილი ქინძი, 1 კბილი ნიორი, 1/4 თეთრი ხახვი, 2 ცალი წიწაკა ჩილი, 1 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლაიმი და 1/2 ჩაის კოვზი წმინდა მარილი. ყველა ეს ინგრედიენტი დააბლენდერეთ, შემდეგ დაუმატეთ რბილი ავოკადო და კვლავ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ცოტა წყალი, თუ მასა ძალიან სქელი გამოვა.
პასტა ტომატის სოუსით
მოათვსეთ დაჭრილი და გაფცქვნილი პომიდორი ან დაკონსერვებული ტომატი ქვაბში, დაუმატეთ 5 სუფრის კოვზი კარაქი, 1 გაფცქვნილი და შუაზე გაჭრილი ხახვი და მარილი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 45 წუთის განმავლობაში, სანამ სოუსი არ გასქელდება, თან დროდადრო ურიეთ. მოხარშეთ მაკარონი, მოასხით ტომატის სოუსი, ზემოდან კი მოაყარეთ გახეხილი ყველი.
ფუმფულა ბლინები
თავდაპირველად უნდა გატეხოთ 3 კვერცხი და ფრთხილად გააალკევოთ ცულა გულისგან. ათქვიფეთ ცილა მწიკვი მარილის დამატებით. იმისათვის, რომ ცილა კარგად აითქვიფოს და მკვირვი ბეზე მივიღოთ, კვერცხი ცივი უნდა იყოს.
შემდეგ შეურიეთ გულს დარიჩინი, შაქარი, ვანილი და სოდა, კარგად ათქვიფეთ ხელის ზამბარით და ნელ-ნელა დაუმატეთ 2 ჭიქა 10 %-იანი ნაღები და 2 ჭიქა ფქვილი. გააკეთეთ ერთგვაროვანი მასა. ფრთხილად შეაერთეთ ათქვეფილი ცილა.
კარგად გახურებულ ტაფაზე, რომელსაც წინასწარ ზეთს მოასხამთ, დაასხით 10-12 სმ დიამეტრის ცომი. შეწვით ორივე მხრიდან. სუფრასთან მიიტანეთ თაფლით ან მურაბით.
ღუმელში მომზადებული ორაგული ნივრითა და მდოგვით
გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე. პატარა ჯამშიერთმანეთში კარგად აურიეთ 2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 2-3 კბილი ნიორი, 1/2 სუფრის კოვზი მდოგვი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი, 1/8 ჩაის კოვზი წიწაკა, 1/8 ჭიქა ზეითუნის ზეთი და 2 სუფრს კოვზი ლიმონის წვენი. ღუმელის ტაფაზე დააწყვეთ 4 ნაჭერი ორაგულის ფილე და დაუნანებლად მოასხით მომზადებული სოუსი. ზემოდან დააწყვეთ ლიმონის ნაჭრები. შედგით ღუმელში 12-15 წუთის განმავლობაში.
კარტოფილის პიურე
მოხარშეთ დაახალოეთბი 8 პატარა კარტოფილი დაბალ ცეცხლზე. ჯამში მიქსერით ათქვიფეთ 1/2 ჩაის კოვზი მარილი, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი, 1/2 ჭიქა არაჟანი, 1/2 ჭიქა გახეხილი ყველი და 1/4 ჭიქა კარაქი. გადმოიღეთ მოხარშული კარტოფილი ამ ჯამში და შეურიეთ სხვა ინგრედიენტებს, თქვიფეთ საშუალო სიჩქარეზე კრემისებური მასის მიღებამდე.
ჩაშუშული ძროხის ხორცი
დიდ ჯამში ერთმანეთში აურიეთ 1/4 ჭიქა ფქვილი მარილი და პილპილი. მოაშორეთ ძროხის ხორცს ზედმეტი ცხიმი და ხრტილები და დაჭერით კუბიკებად. მოათავსეთ ხორცი ფქვილში და კარგად აურიეთ.
სქელკედლებიან ტაფაში ჩააგდეთ კარაქი. მოაცილეთ ხორცს ზედმეტი ფქვილი და ჩაყარეთ ტაფაში. შეწვით 4-5 წუთის განმავლობაში.
ქვაბში ერთმენთში აურიეთ ხახვი, პილპილი, მარილი, ტომატპასტა და დადგით ცეცხლზე 2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ხორციდან დარჩენილი ფქვილი და კვლავ ხარშეთ 1 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ. ახლა დაუმატეთ წითელი მშრალი ღვინო და ადუღეთ იქამდე, სანამ მასა არ გასქელდება, დაახლოებით 3 წუთი დაჭირდება.
შემდეგ გადმოიღეთ ხორცი ამ მასაში, დაუმატეთ ბულიონი, დაფნის ფოთოლი, ქონდარი და აურიეთ. მოუმატეთ ცეცხლს და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ 1 საათის განმავლობაში. ამასობაში დაჭერით სტაფილი, ნიახური, კარტოფილი და ჩაყარეთ ქვაბში. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ, სანამ ბოსტნეული და ხორცი არ დარბილდება. როცა მომზადდება, გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, დაუმატეთ მწვანე ბარდა და მიიტანეთ სუფრასთან.