კრაბის ჩხირების დიეტა - წონაში კლება სწრაფი და მკვეთრად შესამჩნევია - Gemrielia.ge

კრაბის ჩხირების დიეტა - წონაში კლება სწრაფი და მკვეთრად შესამჩნევია



კრაბის ჩხირების დიეტა 4 დღეზეა გათვლილი. ამ პერიოდში თქვენი რაციონი შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით კალორიას და შედგება ძირითადად 2 პროდუქტის: უცხიმო კეფირისა და კრაბის ჩხირებისგან.

მთელი დღის განმავლობაში თქვენ უნდა მიირთვათ 200 გ. კრაბი და 200 მლ. კეფირი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს მცირე რაოდენობაც ერთ ჭამაზე არ უნდა მიიღოთ, არამედ გაანაწილოთ რამდენიმე კვებაზე დროის თანაბარი ინტერვალებით.

ამ დიეტის წყალობით თქვენი დღის რაციონის კალორიულობა მკვეთრად ეცემა, რის გამოც ორგანიზმი იძულებულია ენერგია საკუთარი მარაგიდან მოიხმაროს. ამიტომ წონაში კლება სწრაფი და მკვეთრად შესამჩნევია.

ფიზიკური დატვირთვა ამ პერიოდში სასურველი არ არის. კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა სითხის მიღება. დღე-ღამეში აუცილებელია არანაკლებ 2 ლიტრის ოდენობის სითხე: სუფთა წყალი და უშაქრო მწვანე ჩაი.