მთავარი "ბლინებში" – გულსართია! 11 ყველაზე მადისაღმძვრელი რეცეპტი - Gemrielia.ge

მთავარი "ბლინებში" – გულსართია! 11 ყველაზე მადისაღმძვრელი რეცეპტი


იმისათვის, რომ ბლინები მოამზადოთ, ცოტა ძალისხმევა არ არის საჭირო. მაგრამ შედეგი ამად ღირს: ეს ის კერძია, რომლისგან თავის შეკავებაც ძნელია.

ამ გულსართებით ყველაზე გემრიელი ბლინები გამოდის! გთავაზობთ საყვარელი კერძის 11 ვარიაცაის:



1. ხორცის ბლინები

блинчики с мясом-ის სურათის შედეგი


მოხარშეთ 350 გ ხორცი და დაჭერით წვრილად. მოხრაკეთ 2 თავი დაჭრილი ხახვი კარაქში. დაუმატეთ ხორცი, მარილი და პილპილი და ხორცის მოხარშვამდე ხრაკეთ. ამ გულსართიანი ბლინებს ძალიან უხდება არაჟანი.



2. კვერცხის ბლინები

 

блинчики с яйцами-ის სურათის შედეგი


წვრილად დაჭერით 6 მოხარშული კვერცხი. დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, არაჟანი ან მაიონეზი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით და ცოტა კამა.

3. სოკოს ბლინები

блинчики с грибами-ის სურათის შედეგი


500 შამპინიონები და წვრილად დაჭრილი ხახვი მოხრაკეთ ზეთში. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი და კარგად მოურიეთ. აქვს ჩაუმატეთ 2 სუფრის კოვზი არაჟანი და 1,5 ჭიქა რძე. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
მიიღებთ სოკოს გულსართს ნაზ არაჟნის სოუსში! გადახვეულ ბლინებს შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი ყველი. რეკომენდებულია მიირთვათ ცხელი.



4. ქათმის ხორცის ბლინები

Блинчики с курицей-ის სურათის შედეგი


მოხარშეთ 500 გ ქათმის ფილე და დააქუცმაცეთ ბლენდერში წვრილად დაჭრილ კამასთან ერთად. დაუმატეთ 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, 2 მოხარშული და გახეხილი კვერცხი, 1 სუფრის კოვზი არაჟანი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

5. ყველის ბლინები

Блинчики с сыром-ის სურათის შედეგი


გააცხელეთ 150 მლ ნაღები დაბალ ცეცხლზე. ჩაახეხეთ 50 გ პარმეზანი ან სულგუნი და ხარშეთ მასა გასქელებამდე.
მოთუთქეთ 2 წუთის განმავლობაში წყალში ბროკოლი, დაჭერით და გადაახვიეთ ბლინებში კომბოსტო და ყველის სოუსი. ბროკოლი შეგიძლიათ შეცვალოთ ყაბაყით ან ისპანახით.

6. ორაგულის ბლინები

წაუსვით გამომცხვარ ბლინებს მდნარი ნაღების ყველი, ზემოდან მოათავსეთ ნაკლედამარილებული წითელი ორაგულის ფილე. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და გადაახვიეთ ბლინები. მიუხედავად ამ რეცეპტის სიმარტივისა, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მას სამეფო ბლინები.

7. ხაჭოს ბლინები

50 გ ქიშმიშს დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ ამოიღეთ შეურიეთ 500 გ ხაჭო, 1 კვერხის გული ა 2 სუფრის კოვზი შაქარი. შეგიძლიათ დაუმატოთ ვანილიც და გადაახვიეთ ბლინებში.

8.ნიგვზიანი ბლინები

500 მლ რძეს შეურიეთ 120 გ შაქარი, 100 გ დანაყული ნიგოზი და 1 სუფრის კოვზი ფქვილი. შეგიძლიათ მოამზადოთ გულსართი თხილით, ნუშით ან არაქისის დამატებით.
გააგრილეთ გულსართი და დაუმატეთ 100 გ კარაქი, ათქვიფეთ მიქსერით. თუ დაუმატებთ 1 ჩაის კოვზ კონიაკს, მისი არომატი ბევრად გამორჩეული იქნება!

9. ლიმონის ბლინები

ნაღების მდნარ ყველში შერეული ლიმონის ჯემი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი – საოცარი გულსართი იქნება ბლინებისთვის! გადაახვიეთ და ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

10. ბლინები ნაღების გულსართით

ათქვიფეთ ნაღები შაქართან, ვანილთან და რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენთან ერთად. ბლინების ჰაეროვანი გულსართი მზად არის!

11. ბანანის ბლინები

 

Блинчики с бананами-ის სურათის შედეგი

 



მიქსერით ათქვიფეთ 70 გ ნაღების კარაქი და 2 სუფრის კოვზი შაქარი. ჩანგლით გაქენით 3 ბანანი, მოაწურეთ 1 ლიმონი. შეურიეთ ბანანის პიურე კარაქში და გულსართი მზად არის!
შეგიძლიათ გადახვეულ ბლინებს ზემოდან გამდნარი შოკოლადი მოასხათ. არანაკლებ გემრიელი გამოვა, თუკი ბანანს კი არ დაჭყლეტთ, არამედ დაჭრით წრეებად.