10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ გოგრა ყოველდღე - Gemrielia.ge

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ გოგრა ყოველდღე


ეს ბოსტნეული, რომელიც მდიდარია არაერთი სასარგებლო ნივთიერებით, ყველა ოჯახის სუფრაზე უნდა იყოს! ახლა კი გაგანდობთ, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია გოგრას თქვენი ორგანიზმისთვის:

1. გოგრა შეიცავს ბევრ ვიტამინს, მაგ: В, А, Е, С, РР. ის ასევე მდიდარია ვიტამინებით Т და К , რომლებსაც სხვა ხილსა და ბოსტნეულში პრაქტიკულად ვერ იპოვით.

2. ამასთან, გოგრა შეიცავს ვაშლის მჟავას, ფრუქტოზას, გლუკოზას, საქაროზას.

3. გოგრა დაბალკალორიულ პროდუქტს მიეკუთვნება და ამიტომ ის ყოველთვის სასურველია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, ან დიეტურ კვებაზეა და გახდომა სურს.

4. გოგრის რეგულარული მიღება აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.

5. გოგრაში გაცილებით მეტი ბეტა-კაროტინია, ვიდრე სტაფილოში.

6. გოგრას განსაკუთრებული ყურადღება მამაკაცებმა უნდა მიაქციონ, რადგან მასში შემავალი თუთიის მარილები აუმჯობესებს პოტენციას და ზრდის სექსუალურ აქტივობას. ვიტამინები А, Е აფერხებენ ორგანიზმში დაბერების პროცესს.

7. გოგრის კურკები საუკეთესო საშუალებაა ჭიების წინააღმდეგ. მათ მიღებას ასევე ურჩევენ ორსულებს ტოქსიკოზის დროს.

8. გოგრა საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წინააღმდეგ. მისი მიღება რეკომენდებულია სისხლნაკლულობის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის დროს.

9. გოგრა აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, აქვს ნაღველმდენი და შარდმდენი თვისებები.

10. გოგრის ნახარში (ბულიონი) ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს მის მუშაობას.

უკუჩვენება:

გოგრით გატაცებას არ ვურჩევთ მათ, ვისაც აწუხებს წყლულოვანი დაავადებები და ნაწლავების პრობლემები. გოგრას ახასიათებს დიდი გლიკემიური ინდექსი და ამიტომ ის ბოროტად არ უნდა გამოიყენონ დიაბეტით დაავადებულებმა. ნედლი გოგრა უკუნაჩვენებია ადამიანებისთვის, რომლებსაც მაღალი მჟავიანობა აწუხებთ.