5 საუკეთესო კერძი, რომელიც შეგიძლიათ სამსახურში წაიღოთ - Gemrielia.ge

5 საუკეთესო კერძი, რომელიც შეგიძლიათ სამსახურში წაიღოთ


მაგრამ ამ პრობლემის შესაშნავი გადაწყვეტილება არსებობს – თუკი ქვემოთ მოცემულ გემრიელ და სასარგებლო კერძებს შინ მოამზადებთ, სამსახურში შეძლებთ გემრიელად და ჯანსაღად ისადილოთ.

ფარშირებული წიწაკა


GEMRIELIA
ინგრედიენტები:

8 ცალი ბულგარული წიწაკა
500 გ ძროხის ან ხბოს ხორცი
500 გ ღორის ხორცი
2 დიდი სტაფილო
2 დიდი თავი ხახვი
100 გ ბრინჯი
1 ლ ქათმის ბულიონი
ცოტა ოხრახუში
მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:


გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა, ამაცალეთ გულები (თავი არ გადააგდოთ)
წვრილად დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო.
ზეთზე მოხრაკეთ ხახვი და სტაფილო 20 წუთის განმავლობაში, საშუალო ცეცხლზე.
მოხარშეთ ბრინჯი (ნახევრად) და გადაავლეთ ცივი წყალი.
ხორცსაკეპმანქანაში გაატარეთ ხორცი, დაუმატეთ მოხრაკული ხახვისა და სტაფილოს ნაწილი, ბრინჯი, წვრილად დაწრილი ოხრახუში, მარილიი და პილპილი.

აქვე ერთ საიდუმლოსაც გასწავლით: იმისათვის, რომ ხორცის ფარში ჰაეროვანი გამოვიდეს, დაუმატეთ მას 2/3 ჭიქა ბოსტნეულის ან ქათმის ხორცის ბულიონი. კვლავ კარგად აურიეთ.
დაიწყეთ ბულგარული წიწაკების ფარშით ამოვსება. ჩააწყეთ გატენილი წიწაკები ქვაბში. თითოეულს დააფარეთ საკუთარი "თავსახური", დაასხით ქათმის ბულიონი და ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ხახვი და სტაფილო. დააფარეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ ერთი საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.

ქათმის კოტლეტები შავი ქლიავის ჩირით

GEMRIELIA
ინგრედიენტები:


300 გ ქათმის ფილე
6 ცალი შავი ქლიავის ჩირი
100 მლ ნაღები
60 მლ ზეთი
მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:


ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად.
დაასხით ნაღები და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მა სის მიღებამდე. მოაყარეთ მარილი და პილიპილი, მიეცით კატლეტის ფორმები, ისე, რომ გულში ჩაუდეთ შავი ქლიავის ჩირი.
შეწვისთ ზეთში ორივე მხრიდან.

პიცა-ღვეზელი "ჩიკაგო" ჯეიმი ოლივერის რეცეპტით


GEMRIELIA
ინგრედიენტები:


ცომი:


650 მლ წყალი
7 გ საფუვრის ფხვნილი
1 სუფრის კოვზი შაქარი
მწიკვი მარილი
1 კგ ფქვილი.

ტომატის სოუსისთვის:


2 კბილი ნიორი
მწიკვი ხმელი ორეგანო
400 გ თავისივე წვენში დაკონსერვებული პომიდორი
მარილი, პილპილი გემოვნებით.

გულსართი:


3 თავი წითელი ხახვი
4 ცალი სარდელი.
1 ჩაის კოვზი პაპრიკა
300 გ ყველი
200 გ ნებისმიერი სახეობის მოხარშული ხორცი
ზეითუნის ზეთი
საფანელი
4 ფორმა მაღალი კედლებით

მომზადების წესი:


ღრმა ჯამში ცომისთვის ერთმანეში აურიეთ თბილი წყალი, საფუარი, შაქარი და მარილი. სამზარეულოს კომაინში ჩაყარეთ ფქვილი და ჩაასხით წყალში გახსნილი საფუარი და კარგად მოზილეთ.
სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი, გადმოიღეთ ცომი და კარგად მოზილეთ იქამდე, სანამ ხელებზე არ მიგეკრობათ.
მოათავსეთ ცომი ჯამში, მოაყარეთ ფქვილი და გადააფარეთ ჩაის ტილო. გააჩერეთ 2 საათი, რომ ცომი აფუვდეს.
ტომატის სოუსისთვის ბლენდერში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ფორმებს წაუსვით ზეითუნის ზეთი და მოაფრქვიეთ საფანელი.
ამოსული ცომი გაყავით 4 ტოლ ნაწილად, თითოეული დააგუნდავეთ. ჯაიმის გვირჩევს არ გავაბრტყელოთ ცომი, არამედ ხელით გავშალოთ გამოსაცხობი ფორმის ზომამდე. ცომი მოათავსეთ ფორმებში და გააჩერეთ 15-20 წუთI.
წაუსვით თითოეულს ტომატის სოუსი, ზემოდან დაალაგეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი სარდელები, ხორცის ნაჭრები, მოაფრქვიეთ გახეხლი ყველი, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.
შედგით პიცები 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

ხრაშუნა ბლინები ხბოს ხორცით და სიმინდით


GEMRIELIA
ინგრედიენტები:

ბლინებისთვის:


300 მლ თბილი რძე
2 კვეცხი
2 სუფრის კოვზი ზეთი
1 სუფრის კოვზი შაქარი
0,5 ჩაის კოვზი მარილი
180 გ ფქვილი
120 მლ ადუღებული წყალი
გულსართისთვის:

400 გ ხბოს ხორცი

1 თავი ხახვი
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
პატარა კონა კამა ან ოხრახუში
4-5 სუფრის კოვზი დაკონსერვებული სიმინდი
მარილი, პილპილი გემოვნებით
ზეითუნის ზეთი ტაფაზე მოსასმელად
მომზადების წესი:

ბლინებისთვის:
ერთმანეთში აურიეთ ტძე, კვერცხი, ზეთი, შაქარი და მარილი.

შეუჩრებლად ურიეთ და ისე დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. ხელი ზამბარით თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ჩაასხით ადუღებული წყალი და სწრაფად ურიეთ. გააჩერეთ 15-30 გააჩერეთ, შემდეგ გამოაცხვეთ ბლინები.

გულსართისთვის:
დაბეგვერთ ხბოს ხორცი დანის ტარით. დაჭერით წვრილ ნაჭრებად. ხახვი დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში 4-5 წუთის განმავლობაში.
მეორე ტაფაში გაახურეთ დარჩენილი ზეთი და მაღალ ცეცხლზე შეწვით ხორცი ყველა მხრიდან. დაუკელით ცეცხლს და ხრაკეთ 7-10 წუთი, სანამ ხორცი მზად არ იქნება.
მომზადებული ხორცი კიდევ დაჭერით წვრილად. დაუმატეთ დაჭრილი კამა, სიმინდი, მოხრაკული ხახვი, მარილი და პილპილი. კარგად ამოურიეთ.
გაახვიეთ ბლინებში გულსართი, მიეცით კონვერტის ფორმა. ჩააწყეთ ზეითუნის ზეთწასმულ ფორმაში, შოვით დაბლა. შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი.
მომზადებული ბლინები ჩაალაგეთ საჭმლის კონტეინერში.

რულეტები ყველით, სოკოთი და ლორით


GEMRIELIA
ინგრედიენტები:


8 ნაჭერი ტოსტის პური
250 გ შამპინიონები
1 საშუალო ზომის ხახვი
ერთი კონა ოხრახუში
რამდენიმე ღერი ქონდარი
3 სუფრის კოვზი კარაქი
10 თხელი ფირფიტა ლორი
35-40 გ მაგარი ყველი
2 კვერცხი
1/3 ჭიქა რძე
მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:


გაადნეთ 2 სუფრის კოვზი კარაქი ტაფაზე, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი შამპინიონები და ხახვი, ხრაკეთ 3-5 წუთი, დარბილებამდე.
დაჭერით ოხრახუში და დაუმატეთ ხახვსა და სოკოს, მოაყარეთ მარილი და პილპილი, ჩააგდეთ რამდენიმე ღერი ქონდარი. შუშეთ 2-3 წუთი. ქონდარი ამოიღეთ.
ერთმანეთში აურიეთ გახეხილი ყველი და 2 ნაჭერი წვრილად დაჭრილი ლორი, ჩაუმატეთ სოკოს მასაში და კარგად აურიეთ.
რძე, კვერცხი და დარჩენილი გახეხილი ყველი აურიეთ ერთმანეთში და ათქვიფეთ.
ტოსტის პური გააბრტყელეთ ხის გასაპრტყელებლით. კანი შეგიძლიათ მოაჭრათ.
დააწყვეთ მასზე 1-2 სუფრის კოვზი გულსართი. დაახვიეთ რულეტივით ისე, რომ გახსნილი მხარე დაბლა მოექცცეს.
გაადნეთ დარჩეილი კარაქი ტაფაზე. ამოავლეთ რულეტები რძისა და კვერცხის სოუსში ყველა მხრიდან (სწრაფი მოძრაობით, რომ პური ძალიან არ დალბეს).
შემოაკარით რულეტებს ლორის ფირფიტები და შეწვით საშუალო ცეცხლზე 3-4 წუთი, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება.