რა პროდუქტები უნდა მიიღოთ ნოემბერში - Gemrielia.ge

რა პროდუქტები უნდა მიიღოთ ნოემბერში

შემოდგომა წელიწადის ყველაზე ბარაქიანი სეზონია.


სანამ ზამთარი დამდგარა და საშობაოდ ჩვენი კუჭისთვის ნამდვილი "დღესასწაული" მოგვიწყვია, მანამდე გვინდა გემრიელადაც ჩავიტკბარუნოთ პირი და თან წონაშიც ზედმეტად არ მოვიმატოთ, რადგან საახალწლოდ წინ დიდი "გასტრონომიული არეულობა" გველოდება.

1. გოგრა

ეს სასარგებლო პროდუქტი ბავშვების წარმოდგენაში "ჰელოუინთან" და კონკიას ზღაპართან, უფროსებისთვის კი ჯანსაღ კვებასთან ასოცირდება. მისი რბილობისგან მრავალფეროვანი კერძების დამზადებაა შესაძლებელი: პიურე, მათ შორის როგორც ცხარე, ასევე ტკბილი (თქვენი გემოვნების მიხედვით), კრემ-სუპი ან და, უბრალოდ, შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული ან შემწვარი.

GEMRIELIA

2. ყავა

ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, მაკიატო, ლუნგო, რისტრეტო - ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს... უმრავლესობა ჩვენგანისთვის ყავა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ თუ ამ არომატულ და მატონიზირებელ სასმელს გემრიელ ნამცხვარს, ჰაეროვან ნუგბარს ან ტკბილეულს მიაყოლებთ, მთელი სამყარო დაიცდის! ოღონდ გახსოვდეთ, რომ ტკბილეული მხოლოდ ერთი დანიშნულებით უნდა მიიღოთ: განწყობის ასამაღლებლად. რაც შეეხება ყავას, მისი ნებისმიერი ვარიაცია კატეგორიულად დაუშვებელია ჰიპერტონიკებისთვის.

GEMRIELIA

3. ხურმა

1 მწიფე ხურმის მირთმევით (დაახლოებით 150 გ) თქვენ იღებთ არა მარტო სიამოვნებას, არამედ ვიტამინ A-ს დღიური დოზის 70%-ს, 20% ვიტამინ C-ს, ასევე კალიუმსა და ბევრ სასარგებლო კაროტინოიდს. მაგრამ ადამიანთა მცირე ნაწილისთვის ის ცოტა არ იყოს მზაკვარი ხილია: მისი ჭარბი რაოდენიბით მიღება ამ ტიპის ადამიანებში ნაწლავების გაუვალობას იწვევს.

GEMRIELIA

4. ორაგული

ორაგული - შემწვარი გრილზე, ღუმელში ან მოხარშული უხის სახით - ვიტამინებით მდიდარი, მსუბუქი კერძის უნივერსალური ვარიანტია. თევზის ეს სახეობა შეიცავს გულისთვის სასარგებლო ნივთიერება ომეგა-3-ს. ასე რომ, მივირთმევთ რა ორაგულისგან დამზადებულ კერძებს, ჩვენ ვუყენებთ ულტიმატუმს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ალცჰაიმერის დაავადებებს, დიაბეტს, ინსულტს, ართრიტს და შემოდგომის დეპრესიას.

GEMRIELIA

5. კომში

ვისაც კომშის უმად ჭამა უჭირს, შეუძლია მისი მიღება კომპოტების, ჟელეს, ცუკატების და მურაბის სახით. კომში ძალიან კარგად მიდის ხორციან კერძებთან გარნირის სახით, ნაცვლად მაღალკალორიული კარტოფილისა. ნაყოფის მჟავიანობა ანეიტრალებს ხორცის ცხიმს, თავად კომში კი, რომელიც ხორცის წვენით იჟღინთება, ძალიან ნაზი ხდება. სხვათა შორის, თაფლსა და ზეითუნის ზეთში გამომცხვარი კომში ხველის საწინააღმდეგო გადასარევი წამალია.

GEMRIELIA