ყველაზე გემრიელი კონკურსი დასრულდა
gemrielia.ge-სა და "ნიკორას" ერთობლივი კულინარიული კონკურსი, 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოვავლინეთ 4 გამარჯვებული, რომლებიც კომპანია "ნიკორამ" გემრიელი პრიზებით დაასაჩუქრა.
მადლობას გიხდით ყველას აქტიურობისა და საინტერესო რეცეპტებისთვის!
აქვე, გთავაზობთ დესერტის მომზადების ინსტრუქციას:
ხაჭოს ტარტი
ინგრედიენტები:
ხაჭო - 200 გრ
არაჟანი - 100 გრ
კარაქი - 100 გრ
შაქრის ფხვნილი - 100 გრ
ჟელე - 15 გრ
ნიგოზი (ხილი ან ქიშმიში)
ვანილი, ლიმონი
მომზადების წესი:
ხაჭო, არაჟანი, შაქრის ფხვნილი და კარაქი ავთქვიფოთ. დავამატოთ გატარებული ნიგოზი (თხილი, ქიშმიში), ვანილი, მოვაწუროთ ლიმონი. ბოლოს დავამატოთ ცალკე გამზადებული ჟელე (ყურძნის წვენი), მოვათავსოთ შესაბამის ფორმაში და შევდოთ მაცივარში 2 საათი.