Top-4 შოკოლადის დესერტი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ!
ფონდანი
ინგრედიენტები:
90 გრამი მწარე შოკოლადი
2 კვერცხი
65 გ კარაქი
75 გ შაქარი
40 გ ფქვილი
მომზადების წესი:
წყლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი, დაუმატეთ დაჭრილი კარაქი და დააცადეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
2. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი გათეთრებამდე, დაუმატეთ შოკოლადის მასა, შემდეგ ფქვილი და კარგად აურიეთ.
წაუსვით კექსის ფორმებს კარაქი და ამოავსეთ 3/4-ით ცომით. 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ ფორმები და აცხვეთ 15 წუთი. ფონდანას კიდეები უნდა გამოცხვეს, ხოლო გული – დარჩეს თხევადი.
მასკარპონეს ნამცხვარი
ინგრედიენტები:
200 გ მწარე შოკოლადი
200 გ კარაქი
5 კვერცხი
140 გ ფქვილი
500 გ მარსკარპონეს ყველი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1 ჩ/კ გამაფხვიერებლი
200 გ შაქარი
200 გ წითელი მოცხარი
მომზადების წესი:
შეურიეთ ფქვილს გამაფხვიერებელი. კარაქი და შოკოლადი გაადნეთ წყლის აბაზანაზე. გააკეთეთ 3 კვერცხისა და 150 გ შაქრისგან გოგლიმოგლი.
ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, გოგლიმოგლს დაუმატეთ შოკოლადის მასა და ფქვილი გამაფხვიერებლით – თითო კოვზობით, რათა ცომი ერთგვაროვანი გამოვიდეს.
ათქვიფეთ მასკარპონე 2 კვერცხთან და დარჩენილ შაქართან და ვანილთან ერთად.
წაუსვით ფორმას კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ჩაასხით შოკოლადის მასის ფენა, შემდეგ მასკარპონეს ფენა და კვლავ შოკოლადის.
180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით ფორმა ერთი საათით. ნამცხვრის მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ.
ფენოვანი შოკოლადის ტორტი
ინგრედიენტები:
2 ფილა მწარე შოკოლადი
3 კვერცხი
200 გ კარაქი
200 გ ყავისფერი შაქარი
100 გ ფქვილი
1 სუფრის კოვზი კაკაო
მომზადების წესი:
გაადნეთ შოკოლადი და კარაქი წყლის აბაზანაზე და გააგრილეთ.
ათქვიფეთ კვერცხი და ყავისფერი შაქარი, დაუმატეთ გამდნარი შოკოლადის მასა. აქვს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი კაკაო და 100 გ ფქვილი.
ჩააფინეთ ფორმაში პერგამენტი, ჩაასხით შოკოლადის ცომი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.
მაფინი შოკოლადით
ინგრედიენტები
300 გ შავი შოკოლადი
125 გ კარაქი
260 გ ფქვილი
1/4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
1/4 ჭიქა კაკაო.
1/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
185 მლ რძე
2 კვერცხი
3 ცალი "მარსის" დაჭრილი ბატონი
მომზადების წესი:
გაადნეთ ნახევარი შოკოლადის ფილა და კარაქი წყლის აბაზანაზე, გააგრილეთ. დაუმატეთ საცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო.
ათქვიფეთ კვერცხი და რძე, დაუმატეთ გამდნარი შოკოლადის მასა ფქვილით.
გაავსეთ კექსის ფორმები ცომით და აცხვეთ მაფინები 20 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მოსართავად გამოიყენეთ "მარსის" დაჭრილი შოკოლადი და გამდნარი შოკოლადი.