22 საიდუმლო, რომლებსაც კერძების მზადებისას იყენებენ სამზარეულოს გურუები - Gemrielia.ge

22 საიდუმლო, რომლებსაც კერძების მზადებისას იყენებენ სამზარეულოს გურუები


გთავაზობთ რამდენიმე კულინარიულ ეშმაკობას, რომლებსად შეფ-მზარეულები გვიმხელენ:

1. თუ გსურთ, რომ ბრინჯი ქათქათა თეთრი გამოვიდეს, ხარშვისას ჩაუმატეთ ცოტაოდენი ძმარი.

2.
იმისათვის, რომ კერძს ნივრის ოდნავი არომატი დაკრავდეს, წაუსვით თეფშს ნიორი, შემდეგ კი მასზე გადაიტანეთ კერძი.

3.
ხორცის მარინადს ახალ, პიკანტურ გემოს მიანიჭებს ღია ლუდის, სოიოს სოუსის, მარილისა და წიწაკის ნარევი. ლუდი შეგიძლიათ დაუმატოთ ასევე ჩათუთქულ ბოსტნეულს, ასევე მოუხდება მოხარშულ კარტოფილს.

4.
ღვიძლს სულ ბოლოს უნდა მოაყაროთ მარილი, თორემ უხეში გამოვა.

5.
იმისათვის, რომ ღვეზელის თავი არ მიიწვას, დააფარეთ მას დასველებული ქაღალდი.

6.
თუ ბულიონში ყინულის კუბს ჩააგდებთ და ადუღებამდე მიიყვანთ, წვნიანი ბევრად გამჭვირვალე და ხასხასა ფერის გამოვა.

7.
იმისათვის, რომ ფაქიზად დაჭრათ მაგრად მოხარსული კვერცხი, დანის მჭრელი ნაწილი წივ წყალში დაასველეთ: კვერცხის გული არ დაიფშვნება.

8.
ლობიო ხარშვისას არ გამუქდება, თუკი მას თავახდილ ქვაბში მოხარშავთ.

9.
ხორცის ფარში ბევრად არომატული და გემრიელი გამოვა, თუკი მასში უმ ხახვსაც გაურევთ და მოხრაკულსაც, ასევე გახეხილ კარტოფილსაც.

10.
გამოიყენეთ ლიმონის წვენი კერძებში რათა ნაწილობრივ ჩაანაცვლოთ მარილი.

11.
ბადრიჯანს არ ექნება მწარე გემო, თუკი მომზადებამდე დაჭრით მას, მოაყრით მარილს და გააჩერებთ, რომ წვენი გაუშვას. ხოლო ამის შემდეგ გადაავლებთ ცივ წყალს.

12.
ნუში მარტივად გაიფცქვნება, თუკი 5 წუთი წამოადუღებთ, შმედგ კი გადაავლებთ ცივ წყალს.

13.
არაჟანი ბევრად უკეთ აითქვიფება კრემისთვის, თუკი მასში კვერცხის ცილას ჩაუმატებთ.

14.
თუკი დაფქულ ყავაში მწიკვ მარილს ჩაუმატებთ, სასმელი ბევრად არომატული გამოვა.

15.
იმისათვის, რომ ღუმელში შემწვარი ხორცი ლამაზად დაიბრაწოს, წაუსვით მას ზემოდან ბროწეულის წვენში გახსნილი თაფლი, მშრალი ღვინო, კონიაკი ან წყალი.

16.
თუ ძალიან დიდხანს ხარშეთ ხორცი, დაჭერით ის წვრილ ნაჭრბად, გადმოიღეთ თეფშზე, მოაყარეთ ხახვი და დაჭრილი პომიდორი, მოასხით ზეთი, ლიმონის წვენი და ძმარი. ხორცი კვლავ წვნიანი გახდება.

17.
საფანელის ნაცვლად გამოიეყენეთ გატარებული ნიგოზი.

18.
ვინეგრედი ბევრად გემრიელი გამოვა, თუკი მასში ერთ სუფრის კოვზ რძეს და ჩაის კოვზ შაქარს დაუმატებთ.

19.
ღვეზელში დაჭრილი ვაშლი ფსკერზე არ დაილექება, თუკი მას წინასწარ ფქვილში ამოავლებთ.

20.
სანამ სუფს გაზიდან გადმოდგამდეთ, დაუმატეთ მასში ცოტაოდენი ახალგამოწურული კომბოსტოს, სტაფილოს ან პომიდვრის წვენი. ეს მეთოდი გააძლერებს წვნიანის გემოს და გაამდიდრებს კერძს ვიტამინებით.

21.
ვანილი – შესანიშნავი სანელებელია ბოსტნეულის სალათებისთვის. კერძს ის პიკანტურ გემოს შესძენს.

22.
ბევრი მეთოდი არსებობს გადამლაშებულ წვნიანში მარილის გასანეიტრალებლად. ერთ-ერთი მათგანია, ჩადოთ სუფში მარლაში გამოკრული ცოტაოდენი ბრინჯი ან სხვა ბურღული და 5-10 წუთი ხარშოთ: ბურღული ზედმეტ მარილს შეიწოვს.