ვდევნით ორგანიზმიდან ყველაფერ ზედმეტს - გამწმენდი სალათის კლასიკური რეცეპტი - Gemrielia.ge

ვდევნით ორგანიზმიდან ყველაფერ ზედმეტს - გამწმენდი სალათის კლასიკური რეცეპტი


მთელი საიდუმლო მის სასარგებლო ინგრედიენტებშია, რომელთა შორისაც მთავარ როლს ჭარხალი ასრულებს – უამრავი სასარგებლო ვიტამინისა და მინერალის წყარო.

სალათის კლასიკური რეცეპტი

გახეხეთ ახალი კომბოსტო, უმი ჭარხალი და სტაფილო – პროპორციებით 3: 1 : 1. დასრისეთ ბოსტნეული, რათა გამოუშვან წვენი და დაასხით ცოტაოდენი ლიმონის წვენი. შეგიძლიათ შეკმაზოთ ცოტაოდენი ზეთით, საუკეთესო იქნება სელის. მარილსგან თავი შეიკავეთ.
გაითვალისწინეთ: კუჭის მჟავიანობის ნაკლებობის შემთხვევაში ახალი კომბოსტო აჯობებს ჩაანაცვლოთ მჟავეთი.

გარდა კლასიკური რეცეპტისა, ძალიან გავრცელებულია ამ სალათის კიდევ სხვა ვარიანტებიც. შეგიძლიათ დაუმატოთ მჟავე ვაშლი. ასევე თუ გიყვართ ჩირები, შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ სალათა, დაუმატოთ ბოსტნეულს კურაგა და ჩავი ქლიავი – ისინიც საუკეთესოდ წმენდს ნაწლავებს და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე არსებობს ამ სალათის სადღესასწაულო ვარიანტი: კლასიკურ ვარიანტს ემატება ნიორი, ნიგოზი, წიწაკა და მარილი. უმი კომბოსტო აქაც შეგიძლიათ ჩაანცვლოთ მწნილიც. ამ სალათით თამამად შეგიძლიათ მოიწონოთ თავი სტუმრებთან.

სალათა "ჯაგრისი" ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგი რეცეპტით: აიღეთ 40 გ კომბოსტო, 200 გ წითელი ჭარხალი და ამდენივე სტაფილო, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1/2 ჭიქა ნიგოზი. ჭარხალი და სტაფილო გახეხეთ საშუალო ზომის სახეხზე, ხოლო კომბოსტო დაჭერით წვრილად. ნიგოზი გაატარეთ ან დააბლენდერეთ, შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.