მან ქვაბში ფოლგის რამდენიმე ბურთულა და ქათამი ჩადო... ასე შემწვარი ქათამი ჯერ არ გაგისინჯავთ!
ჩვენ გთავაზობთ ქათმის ქვაბში შეწვის ვარიანტს, რომელშიც ერთ ეშმაკურ ხრიკს გამოიყენებთ, შედეგაც კი უგემრიელესად შემწვარ ქათამს მიიღებთ.
მომზადების წესი:
თავდაპირველად დაამარინადეთ მთლიანი ქათამი, რისთვისაც გამოიყენეთ სხვადასხვა სანელებლები. გაუკეთე ჩანაჭრები ქათამს, რათა მარინადმა კარგად შეაღწიოს ხორცში.

გაჭყლიტეთ რამდენიმე კბილი ნიორი და დაასხით ზეთი, დაუმატეთ წითელი და შავი პილპილი, ქონდარი, ილი, ხმელი ოხრახუში და კამა. მიღებული მასა კარგად წაუსვით ქათამს.

დააგორგოლავეთ ფოლგა 5-6 ბურთულად და მოათავსეთ ქვაბის ფსკერზე. ეს ბურთულები ქათამამს თანაბრად შეწვაში დაეხმარება.
მოათავსეთ ქათამი ფოლგის ბურთულების ზემოდან და დადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე. ქათამი-გრილი 3-4 საათში მზად იქნება, დამოკიდებულია მის სიდიდეზე. შესაძლოა, დრო ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ, სამაგიეროთ ქათამი თანაბრად შეიწვება და საოცრად გემრიელი იქნება.